რეცეპტი ხალხური მედიცინიდან, რომელიც თირკმელებს უხდება
რამდენიმე წლის წინ მქონდა მწვავე ტკივილის შეტევა. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, რომელმაც დამისვა თირკმლის ჭვალის დიაგნოზი. მეორე დღესვე მივედი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევა - თირკმელში აღმომაჩნდა კენჭი. ბევრი ვეძებე და ხალხურ მედიცინაში მივაგენი ეფექტურ წამალს.
- აიღეთ მომცრო მომინანქრებული ქვაბი, ჩაყარეთ შიგ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი წითელი მოცვის ფოთოლი (შეიძლება მზეზე გამხმარიც), დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარ საათით ადრე.
ოთარ ჩხიკვიშვილი, ბათუმი