ქრონიკული შეკრულობის სამკურნალო რეცეპტი, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს
უკვე წლებია, ქრონიკული შეკრულობა მაწუხებს. ზოგი ექიმი ამას ჩემს მჯდომარე ცხოვრების წესს აბრალებს, ზოგი - გენეტიკურ განწყობას, ზოგი - დისბაქტერიოზს, ნამდვილი მიზეზი კი დღემდე ვერ დაუდგენიათ. რეგულარულად ვიღებდი საფაღარათო საშუალებებს და არც სპეციალური ვარჯიშების შესრულება მეზარებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა კარგავდა ეფექტს.
გამიჩნდა თავსატეხი, რა მეღონა. ბოლოს აღმოვაჩინე რეცეპტი, რომელმაც საგრძნობლად გამომიკეთა საჭმლის მონელება. ვიცი, ყაბზობას ბევრი უჩივის, ამიტომ მინდა, ეს რეცეპტი სხვებსაც გავაცნო.
- აიღეთ 1 სადილის კოვზი მწარე აბზინდა, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და 20-30 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- სვით 3-4 კვირა, ვიდრე არ შეამჩნევთ, რომ ნაწლავთა მუშაობა მოგიწესრიგდათ.
ლევან ჯაბადარი, რუსთავი