ვიტამინებით სავსე სმუზი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ორგანიზმს ზამთრის პერიოდში
ცილა, С ვიტამინი და უჯრედისი მთელი დღისთვის საჭირო ენერგიის წყაროა.წელიწადის ცივ პერიოდში გვაკლია ვიტამინები და მზე, შევსება კი შეგვიძლია სასარგებლო და გემრიელი სმუზის მიღებით. ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და 50 წელს გადაცილებული ადამიანებისათვის. სმუზის რეგულარული მიღებით გავაძლიერებთ იმუნიტეტს და გავაუმჯობესებთ ნაწლავის მუშაობას:
- მასალა: 1 სუფრის კოვზი ნუში დავალბოთ 8-10 საათით, ჩაის ჭიქა მაწონი ან კეფირი, 2 კივი, 1 სუფრის კოვზი ქიშმიში (წინასწარ დავალბოთ მდუღარე წყალში 2-3 საათით), ერთი პეშვი ასკილის ფოთოლი, 1 ჩაის კოვზი სელის თესლი, 1 დიდი ბანანი, 350-400 მლ წყალი. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ლამარა ბარამიძე, ქუთაისი