მცენარეული ნაყენის რეცეპტი, რომელიც ადენოიდებს კურნავს

(გლანდები) ბევრ ბავშვს აწუხებს, რასაც თან ახლავს ხშირი გაციება, ყელის ტკივილი, მაღალი სიცხე. მოგვიანებით ამას შეიძლება დაერთოს სახსრებისა და გულის პრობლემებიც, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადენოიდებს დროულად და სათანადოდ ვუმკურნალოთ, რადგან ეს წარმონაქმნები დიდ როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბების პროცესშიც. ჩემს შვილს ძალიან მოუხდა ასეთი წამალი:
- აიღეთ 2 წილი მუხის ქერქი, 1 წილი პიტნის ფოთოლი და ამდენივე კრაზანას ბალახი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ და 3-5 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით ქურიდან, გადაწურეთ და გამოივლეთ ცხვირ-ხახაში დღეში 1-2-ჯერ.
ნანა ცხვედიანი, თბილისი