მოცვი, ჭინჭარი, ასკილი და თქვენი სისუსტეც დაძლეულია - ჩასანიშნი რეცეპტი
შემოდგომის დადგომისთანავე ძლიერი სისუსტე ვიგრძენი, დილით ადგომა მეზარებოდა, სამსახურში მუდმივად ვიგვიანებდი და საყვედურს საყვედურზე ვიღებდი.ყველას დახმარებას ვთხოვდი, ბოლოს თანამშრომელმა მოცვის ნაყენის დალევა მირჩია, მინდა თქვენც შემოგთავაზოთ ეს საშუალება:
- აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და შემდეგ ერთმანეთში აურიეთ. 4 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათი და შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთ დალევაზე. სასურველია, თუ დღეში 3-ჯერ მაინც დალევთ. მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ნაერთებით, რომლებიც სხვადასხვა მავნე ნივთიერებით დაბინძურებულ ორგანიზმს საიმედოდ ასუფთავებს და მას ძველ ენერგიასა და ამტანობას უბრუნებს.
თინიკო მამრაძე, თბილისი