თალგამი და თაფლი ხველის სამკურნალოდ
აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის თალგამი და წვრილ სახეხზე გახეხეთ. მიღებულ ფაფას წვენი უნდა გამოადინოთ და დაამატოთ თაფლი. 1 ჭიქა წვენზე 100 გრამი თაფლია საჭირო. უნდა სვათ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
- თუ ხველა საღამოობით გიტევთ და არ გაძინებთ, აიღეთ ადუღებული წყალი, ჩაასხით მასში 3 წვეთი იოდი და დალიეთ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით ძილის წინ.
- კარგია ძილის წინ ყაყაჩოს რძის დალევაც. უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი ყაყაჩოს თესლი, დანაყოთ და დაუმატოთ 1 ჭიქა ცხელი რძე. დადგით 15-20 წუთით, გაწურეთ და დალიეთ მთელი ჭიქა.