კუჭის მჟავიანობის დამწევი ხალხური რეცეპტი - პიტნა, კამა, კრაზანა და გულძმარვის წამალიც მზად არის
ერთხანს მინერალური წყლებითა და სოდიანი წყალხსნარით ვშველოდი თავს, მაგრამ შვება რამდენიმე საათს თუ გაგრძელდებოდა. სადაც არ უნდა მივსულიყავი, ან ბორჯომს ვითხოვდი, ან სოდიან წყალს. ერთ დღეს ხალხური მედიცინით დავინტერესდი და დავიწყე კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალებების ძებნა. რამდენიმე რეცეპტი მოვსინჯე, მაგრამ შვება მხოლოდ ერთმა მომგვარა. გაგაცნობთ ამ რეცეპტს:
- აურიეთ ერთმანეთში გამომშრალი და დაქუცმაცებული 1 სუფრის კოვზი პიტნა, 1 სუფრის კოვზი კამა, 2 სუფრის კოვზი კრაზანა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათი გააჩერეთ, გაფილტრეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში, თითო ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.
გულძმარვისა და კუჭის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს ვიღებ ჭამის წინ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ მიმიღია და არაფერი დაშავებულა.
ბესარიონ ქავჟარაძე