ვარდკაჭაჭა ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს
ღვიძლი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ფილტრავს ორგანიზმში მოხვედრილ ნებისმიერ ტოქსინსა და მავნე ნივთიერებას. ამიტომ ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ის ყველაზე მეტად იტვირთება და ზოგჯერ მწყობრიდანაც გამოდის.
მათ, ვინც ხანგრძლივად იღებს ქიმიურ პრეპარატებს ან სხვა ტოქსინების ზემოქმედების ქვეშ უწევს ყოფნა, წელიწადში ორჯერ ღვიძლის დამცავი თერაპიის ჩატარებას ვურჩევ.
- ვარდკაჭაჭას ფესვები და ღეროები დააქუცმაცეთ, 2 სადილის კოვზს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ. შემდეგ დაამატეთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და 1 ჩაის კოვზი ძმარი. ნახარში უნდა დალიოთ ყავის ჭიქით, სადილამდე 1 საათით ადრე, 1 კვირის განმავლობაში.
ივანე ლომსიანიძე, ზესტაფონი