ალოეს, თაფლისა და წითელი ღვინოს ნარევი ტუბერკულოზისგან განგკურნავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალოეს, თაფლისა და წითელი ღვინოს ნარევი ტუბერკულოზისგან განგკურნავთ

ჩემი ვაჟი სამხედრო სამსახურში ჯანმრთელი გავუშვი, იქიდან კი ფილტვების ტუბერკულოზით დამიბრუნდა, მაგრამ რაკი საერთოდ დაბრუნდა, რაღას ვჩიოდი! ვიცოდი, რომ ტუბერკულოზი მძიმე დაავადებაა, მაგრამ გამოჯანმრთელება შესაძლებელია. შვილი მაშინვე გავგზავნე ტუბდისპანსერში, სადაც რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს და აღრიცხვაზე აიყვანეს.

აღმოჩნდა, რომ დახურული ფორმა ჰქონდა და მდგომარეობა არც ისე მძიმე იყო. დაავადება მხოლოდ მარჯვენა ფილტვს შეხებოდა. წამლები გამოუწერეს და ურჩიეს, გამოკვლევებზე რეგულარულად ევლო.

ექიმებს როგორ არ ვენდობი, მაგრამ პარალელურად მაინც დავიწყე ხალხური საშუალებების ძებნა. წამალი, რომელიც ვაჟიშვილის განკუ-რნებაში დამეხმარა, ალოესგან მზადდება. კურსის ბოლომდე მისაყვანად ბევრი ალოე დაგჭირდებათ, ამიტომ გირჩევთ, რამდენიმე ქოთანში გაახაროთ.

  • აიღეთ 3-დან 5 წლამდე ასაკის 1,5 კგ ალოეს დაქუცმაცებული ფოთოლი (მოჭრამდე 5 დღის განმავლობაში არ მორწყოთ), დაამატეთ 2,5 კგ მაისის თაფლი (გამოგადგებათ სხვა თაფლიც, ოღონდ ნამდვილი და ხარისხიანი) და 5 ლიტრი 15-16-გრადუსიანი წითელი ღვინო. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ, ჩაასხით მინის ჭურჭელში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. შეინახეთ სიბნელესა და სიგრილეში.პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე. სასურველია, სვათ 1,5 თვის განმავლობაში. უკიდურეს შემთხვევაში, 2-3 კვირა მაინც, თორემ შედეგი არ იქნება. ჩემი შვილი მას სამი თვე სვამდა.

ეს ნარევი რეკომენდებულია კიბოს, კუჭის წყლულისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროსაც.