როგორ დავიცვათ ღვიძლი მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისგან - კოწახურის რეცეპტი
ბავშვობაში A ჰეპატიტი გადავიტანე. ცხადია, ვიმკურნალე და დიეტაც დავიცავი, მაგრამ მაინც ვცდილობ, გულისყურით მოვეკიდო ღვიძლის მდგომარეობას, რადგან გარემო მავნე ნივთიერებებით არის გაჯერებული და ჩვენი საჭმელ-სასმლის ხარისხიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ დროდადრო ღვიძლს კოწახურის ფესვების ნაყენით ვიწმენდ.
- კოწახურის ფესვები კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული მასა გააშრეთ. 1 ჩაის კოვზ ამ ნედლეულს დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, დადგით, გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ დღეში 3-ჯერ.
მაია ართმელაძე, თბილისი