სასარგებლო რჩევები მათთვის, ვისაც ლიმფური კვანძების ანთება აწუხებთ-რეცეპტი, რომელიც სისხლძარღვებს, ლიმფას და ნაწლავებს ასუფთავებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო რჩევები მათთვის, ვისაც ლიმფური კვანძების ანთება აწუხებთ-რეცეპტი, რომელიც სისხლძარღვებს, ლიმფას და ნაწლავებს ასუფთავებს

ერთ დღეს გამახსენდა, რომ ბაბუაჩემი ხალხური მედიცინით იყო გატაცებული და რეცეპტებს რვეულებში იწერდა. დავინტერესდი და დავიწყე მათი შესწავლა. ბევრი რამ შევიტყვე ამა თუ იმ დაავადების მკურნალობაზე, ამოვიწერე ლიმფადენიტის სამკურნალო რეცეპტები, ვიმკურნალე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე.

მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველსაც გავანდო ისინი, ეგებ მათაც გამოადგეთ. მცენარეთა ერთ-ერთ ნაკრებს, რომლისთვისაც ბაბუას “ოთხეული” დაურქმევია, სისხლიდან, ლიმფიდან და ნაწლავებიდან უვარგისი ნივთიერებები გამოაქვს.

ნაყენი ასე მზადდება: ერთმანეთში აურიეთ 100-100 გ კრაზანა, გვირილა, ნეგო, არყის ხის კვირტი, საღამოს აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, თერმოსში გააჩერეთ 3-4 საათი, გაფილტრეთ და კარგად გამოწურეთ.

მიიღეთ ეს ნაყენი საღამოობით, ჭამამდე, 1/3 ჭიქა, შეიძლება დაატკბოთ თაფლით. სვით რამდენიმე დღე (სანამ მცენარეული ნარევი არ გათავდება).

ეს ნაყენი, რომელსაც ბაბუა “ახალგაზრდობის ელექსირად” იხსენიებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს სისხლძარღვებს ცხიმისა და სხვა ნადებისგან და ელასტიკურობას უბრუნებს.

ლიმფადენიტს უხდება ღვიაც, მაგრამ მისი ჭამა საჭიროა კურსობრივად. პირველ დღეს უნდა მიირთვათ 5 ცალი კენკრა, შემდეგ ყოველდღე მიუმატოთ თითო და ასე ახვიდეთ 15-მდე.

ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ ყოველდღე თითო კენკრის მოკლება.

კარგია ასეთი ჩაიც: 1 ჩაის კოვზ ჭინჭრის დედას ვასხამთ 250 მლ მდუღარეს და ჩაისავით ვაყენებთ. ეს 2 დღის ულუფაა, შემდეგ ახალი უნდა მოამზადოთ. ასეთი მკურნალობის შედეგად ანთება მალე ჩამიცხრა და თავს უკვე მშვენივრად ვგრძნობ.

ბაია ქემოკლიძე