მრავალძაღვას რეცეპტი, რომელიც კუჭის წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება და მცენარის სასარგებლო თვისებები
ნაპოვნია მათში ალკალოიდის ნიშნები, სათრიმლავი ნივთიერებები მცირე რაოდენობით.
ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა. თესლი შეიცავს სტეროიდულ საპონინებს, პროტეინს, ამინომჟავებს.
მრავალძარღვას ჯერ კიდევ X საუკუნეში იყენებდნენ არაბეთსა და სპარსეთში. ძველი ბერძნული და რომაული მედიცინა რეკომენდაციას უწევდა მრავალძარღვას თესლს დიზენტერიის სამკურნალოდ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებენ სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას.
მისი წვენის ჩაწვეთება ყურში აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში.
მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას.
კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.
მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს.
- 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.
კუჭის დაქვეითებული მჟავიანობისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას ამ რეცეპტით იხელმძღვანელეთ, თავად რამდენჯერმე გამოვცადე და ამიტომ თამამად გირჩევთ:
- თანაბარი რაოდენობის მრავალძარღვასა და სალბის ბალახი წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 1 სადილის კოვზ მცენარეთა ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გააჩერეთ და მზად არის. გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავების რისკი მატულობს, დალიეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ერთხელ დღეში 10 დღის განმავლობაში. იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ შემოდგომაზეც, 10 დღის განმავლობაშიმიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ.
რეზო ცხაკაია, ზუგდიდი