თირკმელებში კენჭის დაშლა შესაძლებელია
შეგიძლიათ ხალხური მედიცინა მოიშველიოთ და კენჭების დამშლელი, შემდგომ კი ორგანიზმიდან მათი გამოსადევნი საშუალება გამოიყენოთ:
- აიღეთ 200 გრამი არაყი, 200 გრამი ზეითუნის ზეთი, 200 გრამი თაფლი, 200 გრამი ლიმონის წვენი. ყველაფერი აურიეთ, დააყენეთ 10 დღის განმავლობაში, შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას, გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში 10-14 დღის განმავლობაში. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი გაიმეორეთ.
გაითვალისწინეთ, კენჭი ისეთი დიდი ზომისა არ უნდა იყოს, რომ გამოდევნის დროს შარდსადინარში გაიჭედოს, ამ მხრივ მეტი ყურადღება მამაკაცებს მართებთ. წამლის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
რაისა ფ. ზუგდიდი