/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

კაკლები მჭიდროდ უნდა მიეკრას სხეულს. შემდეგ ფეხებქვეშ თითო კაკალი ამოიდეთ და მყარ ზედაპირზე ფეხისგულებით წინ და უკან აგორეთ. ეცადეთ, კაკლები მჭიდროდ მიეკრას ფეხისგულებს. მასაჟი აუმჯობესებს კიდურების სისხლით მომარაგებას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და აუმჯობესებს განწყობას.

თუ გაცივდით

  • გახანგრძლივებულ ხველას თავი რომ დააღწიოთ, ასე მოიქეცით: მიეყუდეთ გახურებულ ღუმელს და ასე იჯექით ნახევარი-ერთი საათი. შემდეგ თბილად ჩაწექით და დაიძინეთ. დილით პრაქტიკულად ჯანმრთელი ადგებით.
  • ჩემს შვილებს სურდოს დროს შველის წყლით განზავებული ჭარხლის წვენი (პროპორციით 1:1). მას დღეში რამდენიმეჯერ ვაწვეთებ ცხვირში.
  • ხველას ძალიან უხდება ასეთი სასმელი: მოხარშეთ ნახევარ ლიტრ რძეში საშუალო ზომის ხახვი და დაუმატეთ ერთი კოვზი თაფლი. დალიეთ ძილის წინ. რძე ძალიან გემრიელი ხდება, ხახვის სუნი საერთოდ არ აქვს და ბავშვებიც კი ძალიან ადვილად სვამენ. ამის შემდეგ მშრალი ხველა რბილდება და მალე გაივლის.
  • გაჭედილი ცხვირის გასაწმენდად: ახალადუღებულ წყალში დანის წვერით ჩაამატეთ ვიეტნამური ბალზამი "ოქროს ვარსკვლავი", თავზე დაიფარეთ პირსახოცი და ისუნთქეთ ჭიქიდან ამომავალი ორთქლით. რამდენიმე წუთის შემდეგ სურდო თითქოს არც კი გქონიათ. მართალია, საშუალება ძალიან ძლიერია, მაგრამ მის ბოროტად გამოყენებას არ გირჩევთ.

თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბები

იშვიათად თმა ქალებსაც სცვივათ. ასეთი რამ შეემთხვა ჩემს დას. რა გზას არ მივმართეთ, სად არ ვიყავით, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. ბოლოს ჩემმა ექიმმა ერთი რჩევა მომცა, რომელიც ძალიან გამოადგა ჩემს დასაც და მეც. მან გვირჩია, მკვებავი ნიღბები გამოგვეყენებინა. დავიწყეთ თუ არა მათი გამოყენება, შედეგი უმალვე დავინახეთ. ჩემი დის მდგომარეობა თვალდათვალ გაუმჯობესდა. გთავაზობთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტს:

* მშრალი და ნორმალური თმისთვის: აიღეთ უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი გადადუღებული ცივი წყალი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის მანძილზე.

* თხელი და დასუსტებული თმისთვის: აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, თითო ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი და თაფლი, ერთი უმი კვერცხის გული. ნარევი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ფაქიზად შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი, მოცურავის რეზინის ქუდი ან ცელოფანი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. ერთი საათის შემდეგ შამპუნითა და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის მანძილზე.

* ნებისმიერი ტიპის თმისთვის: შამპუნით დაბანილ თმაზე წაისვით ოთახის ტემპერატურის ლუდი. 7-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-2-ჯერ 1-2 თვის მანძილზე. თმას სძენს განუმეორებელ ბრწყინვალებას და აქრობს ქერტლს.

როცა თავი გტკივათ

რაც ასაკში შევედი, თავის ტკივილი დამჩემდა. ყველაფერი თავს მატკივებდა - უძილობა, გადაღლილობა, ნერვიულობა... არადა არტერიული წნევა ნორმალური მქონდა. მოვკვდი ტკივილგამაყუჩებლების სმით, ბოლოს იმათაც შევეჩვიე და აღარ მშველოდა. გადავწყვიტე, საშველი ხალხურ მედიცინაში მეძებნა. რა არ წავიკითხე, სად არ მოვიძიე რეცეპტები. რამდენიმე რეცეპტი მომცა მეზობელმა, პროფესიით ექიმმა... თანდათან ტკივილებმა თავი დამანება. ამ წამლებს პერიოდულად ახლაც ვიღებ. მინდა, გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო.

  • აიღეთ ერთი სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი ადუღეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • რეგულარული თავის ტკივილისას კარგია კარტოფილის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ ყოველდღე 1/4 ჭიქა.
  • 1 ჩაის კოვზ კულმუხოს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი, 10 საათით დააყენეთ, გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
  • ძლიერ თავის ტკივილს უხდება შავი მოცხარის ახალგამოწურული წვენი. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • ერთ სუფრის კოვზ წითელ სამყურას დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • ჭამის დროს მიიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლისა და 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი.
  • შაკიკის დროს კარგია ორთქლის აბაზანები: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ვაშლის ძმარი და წყალი, დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. თავი ქვაბისკენ დახარეთ და ორთქლი 75-ჯერ შეისუნთქეთ. ჩვეულებრივ, ამის შემდეგ ტკივილი ქრება ან სუსტდება მაინც.