ძირტკბილა მხოლოდ დიაბეტის წამალი როდია
მართალია, დიდად არ მოგვწონდა, მაგრამ ბებოს ხათრს ვერ ვუტეხდით და ვჭამდით.
გავიდა წლები, უკვე საკმაოდ ასაკოვანს, ქრონიკული ბრონქიტი დამემართა, ვერაფერს ვუხერხებდი გახანგრძლივებულ და ძლიერ ხველას.
ხან რა მივიღე, ხან რა. ბოლოს სამსახურში წასვლაც მეუხერხულებოდა, ჩემი ხველით თანამშრომლები რომ არ შემეწუხებინა.
ახლობლების რჩევით, ფიტოთერაპევტს მივმართე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მან სამკურნალოდ სწორედ ძირტკბილას ფესვების ნახარშის მიღება მირჩია რომლითაც ბავშვობაში ბებო ხშირად გვიმასპინძლდებოდა.
ნახარში სულ რამდენიმე დღე ვსვი, ხველაც შემიმცირდა და ნახველიც გამიქრა.
ნახარში ასე უნდა დამზადდეს:
- 1-2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ძირტკბილას ფესვებს დაასხით 1,5 ჭიქა წყალი, აადუღეთ ნელ ცეცხლზე 7-10 წუთი. შეფუთეთ გაცივებამდე. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ 1-2 სადილის კოვზი 3-ჯერ დღეში. ნახარში უნდა დალიოთ მანამ, ვიდრე ხველა არ გაგივლით.
სოფიო ა. სამტრედია