სპაზმური ხველისგან ვირისტერფა გიხსნით
რადგან მედიკამენტები უეფექტო აღმოჩნდა, წამალს ხალხურ რეცეპტებში მივაგენი, რომლის გამოყენების შემდეგ ჩემმა გოგონამ და მთელმა ოჯახმაც შვებით ამოვისუნთქეთ:
- სპაზმური ხველისა და ბრონქიტის დროს ვირისტერფას 2-3 ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი აუდუღარი რძე და აადუღეთ. ადუღების შემდეგ დანის წვერით დაუმატეთ ღორის მუცლის ქონი და დაალევინეთ პატარას თბილი ნახარში ძილის წინ.
- ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალებაც: მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ ვიდრე წყლის განახევრებამდე. შემდეგ ამოიღეთ კარტოფილი, ვაშლი და ხახვი, გადაწურეთ და თბილი ნახარში დაალევინეთ ბავშვს დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის კოვზით.
მკურნალობა შეგიძლიათ გააგრძელოთ ხველის სრულად გავლამდე.
ესმა ბაზაძე, ქარელი