შავი თალგამი დაუმსახურებლად მიივიწყეს
აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას და ეხმარება ორგანიზმიდან დაგროვილი წიდების გამოყოფას, თირკმელების ქვებისა და ქვიშისგან გაწმენდას.
- წვენის მოსამზადებლად გაწმინდეთ თალგამი, კარგად გარეცხეთ, გააცალეთ კანი, ოღონდ არ გაფცქვნათ, გაწმინდეთ, როგორც ახალი კარტოფილი. წვენსაწურის დახმარებით თალგამისგან გამოწურეთ წვენი. თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ წვრილად გახეხოთ და დოლბანდით გამოწუროთ. წვენი შეინახეთ მაცივარში. 1 სადილის კოვზით დღეში სამჯერ დალიეთ ნებისმიერ დროს. თალგამის წვენის სმისას უმჯობესია ვეგეტარიანულად იკვებოთ. ნებისმიერ შემთხვევაში გამორიცხეთ რაციონიდან ცომეული, ცხიმიანი სადილები, ხორცი, სახამებელი. მკურნალობის 1 კურსისთვის საჭიროა 10 კილომდე თალგამი, რომლისგან გამოწურული წვენიც 2-3 თვე უნდა გეყოთ. 1 კგ თალგამიდან დაახლოებით 600-700 გრამი წვენი უნდა მიიღოთ.
ნუ გადაყრით გამონაწურ თალგამს, დააყარეთ ცოტაოდენი მარილი, დაასხით მცენარეული ზეთი, დააჭერით ხახვი და მიირთვით. ასეთი სალათი საკმაოდ აძლიერებს ორგანიზმის გაწმენდის ეფექტს. მკურნალობის დადებითი ეფექტი პირველივე კურსის შემდეგ თვალშისაცემია: საჭმლის მონელების პროცესის საგრძნობი გაუმჯობესებით და ქრონიკული დაავადებების მიძინებით.
1 კურსის ჩატარების შემდეგ, აუცილებელია, 3-4 თვე შეისვენოთ და სურვილის შემთხვევაში, კვლავ გაიმეოროთ.
ზაურ ცირეკიძე, რუსთავი