ზამთრის ბოლოს ორგანიზმს გასუფთავება არ აწყენს
ამას ემატება ზამთარში კვების ისედაც მძიმე რაციონი და ამიტომ ნუღარ გაგვიკვირდება, თუ ზამთრის ბოლოს ორგანიზმი შველას მოგვთხოვს.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დალაგება-დასუფთავება სულაც არ არის რთული, თუ ხალხური მედიცინის ამ რეცეპტს მოიშველიებთ:
- აიღეთ 1 კგ საშუალო ზომის სტაფილო და 1 კგ უკურკო ქიშმიში. სტაფილო დაჭერით 2 სმ სიგანის რგოლებად და ქიშმიშთან ერთად ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 2,5 ლ დამდგარი წყალი და შემოდგით ცეცხლზე, როგორც კი წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს და კვლავ 1,5 საათი ხარშეთ. დაახლოებით 7 ჭიქა ნახარში უნდა გამოგივიდეთ, რომელსაც გადაწურავთ და შეინახავთ მაცივარში. დალევის წინ კვლავ უნდა შეათბოთ.
ნახარშის მიღების წესი ასეთია:
ნახევარი ჭიქა თბილი ნახარში დალიეთ ღამის 12 საათის შემდეგ ნელ-ნელა, პატარ-პატარა ყლუპებით. ნაყენი 14 დღე გეყოფათ.
სტაფილო და ქიშმიში კი სამ ტოლ ნაწილად გაყავით და სამი დღის განმავლობაში მიიღეთ.
ნაყენი ეფექტიანად წმენდს ნაწლავებს, თირკმელებსა და ღვიძლს.
უჩა ქოქაშვილი, რუსთავი