დავეხმაროთ ერთმანეთს
თუ ქუსლის ძვლის დეზი გაწუხებთ
ვისაც ქუსლის ძვლის დეზი აწუხებს, ვურჩევდი გამოცდილ რეცეპტს:
- ჭინჭრის ფოთლები და ფესვები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კომპრესის სახით დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე. კომპრესის დადებამდე წინასწარ დაილბეთ ფეხები ზღვის მარილის ან სოდის ცხელ წყალხსნარში. საკმარისია საღამოობით რამდენიმე ასეთი პროცესი, რომ ქუსლის ძვლის დეზი პრობლემებს აღარ შეგიქმნით.
- შეგიძლიათ ასევე დაჭყლეტილი ნივრით ძილის წინ მტკივნეული ქუსლების დამასაჟება, შემდეგ ჩაიცვით ბამბის წინდები და დაწექით დასაძინებლად. მკურნალობის კურსი 3-5 ყოველდღიური პროცედურაა.
უძილობის გემრიელი, ბუნებრივი და უვნებელი საშუალება

- თუ ყოველ საღამოს, ძილის წინ, ნახევარ ჩაის ჭიქა გოგრის წვენს მიიღებთ რბილობთან ერთად, რომელშიც გახსნილი იქნება 1 ჩაის კოვზი თაფლი, უძილობა მალე დაგავიწყდებათ.