/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

News

News
სირბილის დროს წყლის სმა სასარგებლოა?!ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გრძელ დისტანციაზე მორბენალ მოთხილამურეებზე ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს და დაადგინეს,

რომ სირბილის დროს სითხის ჭარბი მიღება ისევე საზიანოა, როგორც მიუღებლობა. სირბილის დროს ადამიანი ოფლს უხვად გამოყოფს და თუ დანაკარგი გარედან არ შეივსო, მას სითხისგან დაცლა და სითბური დაკვრა ემუქრება, მაგრამ სითხის ჭარბ მიღებას მოსდევს ნატრიუმის ჭარბი გამოყოფა, რასაც მოთენთილობამდე, აპათიამდე, გარემოში დეზორიენტაციამდე და რესპირატორული დაავადებების განვითარებამდეც კი მივყავართ (აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი მარათონელი, რომელიც სირბილის დროს ბევრ სითხეს იღებს, ფინიშთან წონამომატებული მიდის). ექსპერიმენტის ავტორები სპორტსმენებს სირბილის დროს ოდნავ მლაშე მსუბუქი საუზმის მიღებას ურჩევენ.

გაუხშოებული ჰაერი და წერწეტი ტანი

ინგლისში რამდენიმე გაზეთმა ერთდროულად გამოაქვეყნა ინფორმაცია გახდომის ახალი მეთოდის შესახებ, რომელიც ლონდონის მოსახლეობაში ძალიან სწრაფად იკიდებს ფეხს. ქალაქში გაიხსნა ჰიპოქსიის ცენტრები, სადაც რამდენიმე ათას გირვანქად შესაძლებელია, კვირაში სამჯერ თითო საათის განმავლობაში ნიღბით ისუნთქო გაუხშოებული ჰაერი და მაღალმთიანი კლიმატის მომხიბლაობა შეიგრძნო. სიმართლე რომ ითქვას, სპორტსმენებმა უკვე კარგა ხანია იციან, რომ გაუხშოებულ ატმოსფეროში ვარჯიში განსაკუთრებით ეფექტურია. ასეთ პირობებში გული იწყებს სისხლის გაძლიერებულ გადაქაჩვას მთელ ორგანიზმში, ეს ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს, მაღლა წევს ჰემოგლობინის დონეს და კუნთოვანი მასის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. აღმოჩნდა, რომ ამ მეთოდს ჰქონია გვერდითი ეფექტიც: ჟანგბადის 10%-იანი შემცველობის ჰაერით სუნთქვისას ადამიანი იწყებს წონის ინტენსიურ კლებას, რაც ჯანმრთელობისთვის არასასურველია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ფეიერვერკი?

ფეიერვერკის კვამლის შესუნთქვამ შესაძლოა ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება მოახდინოს და სასუნთქი გზების დაავადება გაამწვაოს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრიელი მეცნიერები მას შემდეგ, რაც პიროტექნიკის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების წვის პროდუქტები გამოიკვლიეს. ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა სოფელ ზაალბახში თოვლის საფარის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ საახალწლო სალუტის შემდეგ თოვლის საფარი გაჯერებული იყო ბარიუმით - ნივთიერებით, რომელიც ფეიერვერკს მწვანე ფერს აძლევს. მეცნიერთა აზრით, ამ ნივთიერების კონცენტრაცია თოვლის ნიმუშებში საწყისთან შედარებით დაახლოებით 500-ჯერ გაიზარდა. თოვლში ბარიუმის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი მატება ფეიერვერკის კვამლში მის მაღალ კონცენტრაციაზე მეტყველებს. ბარიუმის შესუნთქვა კი არცთუ უვნებელია - ეს ნივთიერება იწვევს სასუნთქი გზების შევიწროებას და შესაძლოა, ბრონქული ასთმის პროვოცირება მოახდინოს. ფეიერვერკებსა და სასუნთქი გზების დაავადებათა გამწვავებას შორის კავშირი დიდი ხნის წინ აღწერეს. საქმე ეხებოდა ინდოეთში მიმდინარე დივალის ფესტივალს. ამ ფესტივალზე ზღვა ფეიერვერკს უშვებდნენ. შედეგად ბრონქული ასთმის შემთხვევებმა 10%-ზე მეტით მოიმატა, ხოლო ზოგიერთ მაყურებელს ბრონქიტი გაუმწვავდა. ავსტრიელ მეცნიერებს განზრახული აქვთ, უახლოეს მომავალში შეიმუშაონ ისეთი პიროტექნიკა, რომელიც არ შეიცავს ბარიუმს და ჯანმრთელობისთვის საშიშ სხვა ნივთიერებებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

თუმცა არსებობს უამრავი რეცეპტი ამ საშინელი დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად. მეც მაქვს ჩემი საიდუმლო, რომელსაც სიამოვნებით გავუმხელ თქვენს მკითხველს. ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბაბუაწვერას ახალგამოწურული წვენი. ის უნდა მიიღოთ მთელი სეზონის განმავლობაში, 50 მლ დღეში 4-ჯერ, სასურველია, ბრინჯის ახალმომზადებულ ნახარშთან ერთად, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ერთი შეხედვით, მკურნალობა ძალიან დამღლელია, რადგან ყველაფერი უნდა მოამზადოთ უშუალოდ მიღების წინ: ბაბუაწვერას ფესვები და ფოთლები გარეცხოთ, გააშროთ, წვენი გამოწუროთ, მოხარშოთ ბრინჯი - და ასე დღეში 4-ჯერ მთელი სეზონი, მაგრამ მერწმუნეთ, შედეგი ამად ღირს. ასეთი მკურნალობის წყალობით დაიბრუნებთ ნათელ გონებას და არაჩვეულებრივ მეხსიერებას, განურჩევლად თქვენი ასაკისა. პირადად მე პროფილაქტიკის ეს მეთოდი პირველად ხუთი წლის წინ მოვსინჯე და შედეგით განცვიფრებული დავრჩი. შეგიძლიათ, ბაბუაწვერას ფოთლებისა და ფესვებისგან მოხარშოთ მურაბა, რომელიც ძალიან სასარგებლოა, ან გაახმოთ და ისე შეინახოთ - ისინი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს, მაგრამ სისხლძარღვებზე ახალგამოწურულივით არ მოქმედებს.

ჩაი გულის აჩქარების საწინააღმდეგოდ

თავს იმ ადამიანების რიცხვს მივაკუთვნებ, რომლებზეც ამბობენ, პრაქტიკულად ჯანმრთელიაო, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე მახსენებს თავს უსიამოვნო შეგრძნებები გულის არეში. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გული ჩვეულებრივზე სწრაფად მიცემს. მივაკითხე ექიმს, რომელმაც ამიხსნა, რომ დათბობასთან ერთად აქტიურად იწყებს მუშაობას ფარისებრი ჯირკვალი, რომელშიც განსაკუთრებული ჰორმონი - თიროქსინი წარმოიქმნება. სწორედ ეს ჰორმონი აიძულებს გულს, უფრო სწრაფად იმუშაოს. ამ მდგომარეობას სეზონურ ტაქიკარდიას უწოდებენ. მას შემდეგ გულის აჩქარებისას ბუნებრივ საშუალებებს ვსვამ. ეს რამდენიმე რეცეპტი გულით დაავადებულებმა მასწავლეს. ყოველი მათგანი არაჩვეულებრივად ხსნის ტაქიკარდიის შეტევებს.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი კუნელის ფოთოლი და 1 სუფრის კოვზი მისივე ნაყოფი, 2 სუფრის კოვზი ბერულას, 2 სუფრის კოვზი ძიძოს და 1 სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 10 წუთით ჩადგით წყლის აბაზანაში, შემდეგ 20 წუთს დააყენეთ, გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ 5-6 კვირის განმავლობაში.
  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის გვირილის ყვავილი, ცერეცოსა და კვლიავის ნაყოფი, პიტნის ფოთოლი, კატაბალახას ფესვები. ორ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით 30 წუთს მდუღარე წყლის აბაზანაში, გადმოდგით და გააცივეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დილით და დღისით, ხოლო ნახევარი ჭიქა - ძილის წინ. მკურნალობის კურსია 3-4 კვირა.

დეპრესიისა და ნევროზის წამალი

გაზაფხულის დეპრესიაზე ბევრი რამ გაგვიგონია. გადაღლილობით და ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული ეს პრობლემა უფრო მეტად მერყევი ფსიქიკის ადამიანებს უტევს. მეც ასეთი ვარ, ამიტომ გაზაფხულობით ვსვამ ხალხურ ნაყენებს, რომლებიც თითქმის ყოველთვის აღწევს მიზანს.

ვიღებ თანაბარი რაოდენობის პიტნის ფოთლებს, ძიძოს ღეროებს, კუნელის, კალენდულასა და თავშავას ყვავილებს, 1 სუფრის კოვზ ნარევს ვასხამ ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს და ნახევარი საათით ვაყენებ. ვიღებ 1/2 ჭიქას დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. ნაყენის მიღებას ვიწყებ ზამთრის მიწურულს, განურჩევლად იმისა, როგორი განწყობა მაქვს.

მტკივნეული მენსტრუაციის მკურნალობა ხალხური მეთოდით

დიდი ხნის განმავლობაში მენსტრუაცია ჩემთვის ტანჯვა იყო. თვეში სამი დღე ყველაფერს ვეთიშებოდი, სკოლაში, შემდგომში კი ინსტიტუტში, ვერ დავდიოდი, მეგობრებთან ურთიერთობაც კი არ შემეძლო. მეგობრები მეუბნებოდნენ, გათხოვდები და ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავთხოვდი. ასე გაგრძელდა, ვიდრე ჩემს მეზობლად ერთი კეთილშობილი ქალბატონი არ დასახლდა. როგორც კი ჩემი სატკივარის შესახებ გაიგო, მაშინვე ერთი ხალხური მეთოდი მასწავლა, რომელმაც არათუ შემიმსუბუქა მდგომარეობა, არამედ საერთოდ დამავიწყა ტკივილი. მინდა, ეს რეცეპტი თქვენი ჟურნალის მკითხველებსაც ვასწავლო - ვიცი, რამდენი ქალი იტანჯება ტკივილით მენსტრუაციის დროს.

  • დაგჭირდებათ მინდვრის შვიტა, რომლის შეძენაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ აფთიაქში. ერთი სუფრის კოვზი ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და გაგრილებამდე დააყენეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ. სისხლდენა რომ შეწყდება, განაგრძეთ მიღება სუფრის კოვზით დღეში სამჯერ.

ალუბლის კვირტები ფარისებრ ჯირკვალს უხდება

ჩვენს რაიონში ყოველ მეორეს ჩიყვი აქვს. დაავადებამ არც მე ამიარა გვერდი. ვგრძნობდი, უარესობისკენ მივდიოდი, ჯირკვალი უკვე ისე გაიზარდა, რომ თვალში გეცემოდათ. კომპლექსური მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებიც მეცადა. უამრავი რეცეპტი მოვიძიე, ბევრიც მაჩუქეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ერთი მათგანი მხვდებოდა თვალში. გადავწყვიტე, პირველად სწორედ ის მესინჯა. დაველოდე გაზაფხულს, დავკრიფე ალუბლის დაბერილი კვირტები, ნაწილი მარაგად მოვამზადე, ნაწილი კი მაშინვე გამოვიყენე. აი ეს რეცეპტი:

  • აიღეთ 100 გ ალუბლის დაკვირტული ტოტები, დაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარ საათს ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ სუფრის კოვზით დღეში სამჯერ ჭამამდე.

ზუსტად ერთი თვის შემდეგ ექიმმა მითხრა, რომ ოპერაცია აუცილებელი აღარ იყო.

ალუბლის კვირტებით კურსობრივად ვმკურნალობდი თვეების განმავლობაში. ფარისებრმა ჯირკვალმა თანდათან დაიბრუნა ნორმალური ზომა. აღარც მაწუხებდა. მოხარული ვიქნები, თუ ეს რეცეპტი სხვასაც გამოადგება.

დიაბეტიანების დასახმარებლად

როდესაც სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა აღმომაჩნდა, საგონებელში ჩავვარდი - ალერგიული ვარ, ბევრ პრეპარატს ვერ ვიტან და ამიტომ წამლებს ვერიდები. ერთმა მხცოვანმა ექიმმა მითხრა, რომ შავი მოცვი მდიდარია ე.წ. ბუნებრივი ინსულინით, რომლითაც შაქრიანი დიაბეტის არა მარტო პროფილაქტიკა, არამედ მისი ზოგიერთი ფორმის მკურნალობაც კი შეიძლებაო. მომზადების წესი კი უმარტივესია:

  • 1 სუფრის კოვზ მოცვის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ჩაისავით დააყენოთ და რეგულარულად სვათ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მე უკვე 75 წლის ვარ და მოცვის დახმარებით ისე ვუმკლავდები დიაბეტს, რომ თავს სავსებით ჯანმრთელად ვგრძნობ.

მატიტელამ კენჭებისგან გამათავისუფლა

ხშირად მქონდა წელის არეში აუტანელი ტკივილის შეტევები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების გარეშე ვერ ვიხსნიდი. სასწრაფო დახმარების ექიმმა - კენჭები გექნება თირკმელებში, ექოსკოპია ჩაიტარეო. მართლაც, მცირე ზომის კენჭები აღმომაჩნდა. დამინიშნეს უამრავი წამალი - სითხეები, ტაბლეტები, ნემსები... ცოტა არ იყოს, შევწუხდი და ალბათ სახეზეც შემეტყო. ექიმმა შეამჩნია და მირჩია, მატიტელას ნახარში მეცადა. მისი მომზადებაც მასწავლა. 3 კვირა ვსვი ეს ნახარში. ტკივილები ისევ მქონდა, მაგრამ ყრუ ხასიათი მიიღო. შემდეგ ხელახლა გავიკეთე ექოსკოპია. კენჭები გამქრალიყო, მხოლოდ ქვიშა იყო დარჩენილი. პერიოდულად პროფილაქტიკისთვის ახლაც ვსვამ მატიტელას ნახარშს, რომელსაც ასე ვამზადებ: 2 სუფრის კოვზ ბალახს (აფთიაქში ვყიდულობ) ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, 1 საათს ვაჩერებ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ ვწურავ და ვიღებ 1/3 ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

თმის ცვენას ჭინჭარი შეგიჩერებთ

50 წელს გადავაბიჯე. შეიძლება ითქვას, არაფერს ვუჩივი. ორი წლის წინ შევამჩნიე, რომ დამეწყო თმის ცვენა, თანდათანობით იმატა და ბოლოს თმა სულ ბღუჯა-ბღუჯა ჩამომდიოდა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა. ვიფიქრე, ეგებ შამპუნის ბრალია-მეთქი და რამდენიმეჯერ გამოვცვალე - არ მიშველა. ახლობელმა მითხრა, ალბათ ვიტამინები და კალციუმი გაკლიაო. დავიწყე მათი მიღება, ძმარსაც ვივლებდი თავზე, მაგრამ ამაოდ. ერთ ზაფხულს ახლობელი გვესტუმრა, შეამჩნია, თმა რომ მცვიოდა და მირჩია, დაბანის შემდეგ თავზე ხან სუროს ფოთლების, ხანაც ჭინჭრის ნახარში გადამევლო. დავუჯერე და ერთ თვეში არაჩვეულებრივი ეფექტი მივიღე. მას შემდეგ თმის ცვენას აღარ შევუწუხებივარ, თუმცა სუროსა და ჭინჭრის ნახარშს პერიოდულად მაინც ვივლებ.

  • ნახარშის მომზადება ძალიან ადვილია: 1-2 სუფრის კოვზ დაფშვნილ სუროს ან ჭინჭარს დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაფილტრეთ და ოდნავ რომ შეგრილდება, თავზე გადაივლეთ.


მეძუძურ ქალებს ვურჩევ...

ოთხი თვის წინ ბავშვი შემეძინა. პირველივე დღეებიდან მივხვდი, რომ ცოტა რძე მქონდა და თუ თავს დროულად არ მივხედავდი, ბავშვისთვის დამატებითი საკვების მიცემა მომიწევდა, ეს კი არ მინდოდა, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვილი დედის რძით უნდა გაიზარდოს, თანაც ყველას როდი შეუძლია ძვირად ღირებული ნარევების ყიდვა. ვიცი, რომ უამრავი ქალი დგას ასეთი პრობლე-მის წინაშე, ამიტომ მინდა ვასწავლო, როგორ მოიქცნენ რძის მოსამატებლად. ეს არ არის ძნელი - საჭიროა დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 1/3 ჭიქა გვირილის ნაყენის მიღება. ნაყენი ამგვარად უნდა მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზ ბალახს (მისი შეძენა აფთიაქში შეიძლება) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი, 20 წუთით დააყენეთ და ჩაისავით დალიეთ.

ქაცვი ანგინასაც უხდება

ბავშვობაში, როგორც კი მე და ჩემს ძმას ყელი აგვტკივდებოდა, დედაჩემი შვრიის რძეში გარეულ ქაცვის წვენს გვასმევდა. ეს ჯადოსნური სითხე ყოველთვის გვიამებდა ყელის ტკივილს. როცა გავთხოვდი და ბავშვები შემეძინა, დედამ შვრიის რძის მომზადება მასწავლა. ამ უებარმა საშუალებამ ბევრჯერ იხსნა ჩემი შვილები (ახლა უკვე შვილიშვილებიც) ანგინისგან. მინდა, ეს წამალი "ოჯახის მკურნალის" მკითხველსაც ვასწავლო.

  • აიღეთ 1 ჭიქა შვრია, გარეცხეთ და დაასხით 1 ლ ახალი რძე, დადგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და დაამატეთ 1 ჭიქა ქაცვის წვენი. ასვით ავადმყოფს დღეში 3-ჯერ, თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კარგია ძილის წინ მიღება.

შვრიის რძის შენახვა არ შეიძლება, ყოველდღიურად ახალ-ახალი უნდა მოამზადოთ.

მოერიეთ გულძმარვას მცენარეებით

მაქვს ქრონიკული გასტრიტი და მომატებული მჟავიანობა, ამიტომ გამუდმებით მაწუხებს გულძმარვა. ადრე მინერალური და სოდიანი წყლით ვშველოდი თავს, მაგრამ შვება რამდენიმე საათს თუ გრძელდებოდა... ომეპრაზოლითაც ვმკურნალობდი. კი მშველოდა, მაგრამ მთელი სიცოცხლე ხომ არ დალევ წამალს?! მაინც ქიმიაა და ერთს რომ შველის, იქნებ სხვა რამეს ვნებს?! ამიტომ სერიოზულად დავინტერესდი ხალხური მედიცინით და დავიწყე კუჭის მჟავიანობის დამწევი საშუალებების ძებნა. მრავალი რეცეპტი მოვსინჯე, მაგრამ მხოლოდ ერთმა მცენარეულმა ნაკრებმა მარგო. გთავაზობთ ამ რეცეპტს.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის გამხმარი და დაფშვნილი პიტნა, კამა და კრაზანა, აურიეთ ერთმანეთში, 2 სუფრის კოვზს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გაფილტრეთ და სვით დღის განმავლობაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ერთ ჯერზე მხოლოდ 1-2 სუფრის კოვზის მიღება შეიძლება.

მე ამ ნაყენს ვიღებ ჭამის წინ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ დამილევია და არაფერი დაშავებულა.

პროსტატიტი

მამაკაცებმა კარგად ვიცით, რომ წინამდებარე ჯირკვალი ჩვენი სუსტი ადგილია. მამაჩემმა მასწავლა, როგორ მოვიქცე პროსტატიტისგან თავის დასაზღვევად. მეც, 40 წლიდან მოყოლებული, რეგულარულად ვიტარებ პროფილაქტიკურ მკურნალობას, რომელიც დიდ ძალისხმევას სულაც არ მოითხოვს: ერთი თვის განმავლობაში (ცოტა მეტხანსაც) ყოველდღიურად ვსვამ ხახვის ფურცლების ნახარშს. თურმე ადრე ასე მკურნალობდნენ წინამდებარე ჯირკვლის დაავადებებს. სადღაც წავიკითხე, რომ ხახვის ფურცელი ორგანიზმს ყოველგვარი მავნე ნივთიერებისგან წმენდს.

  • ხახვის ფურცლის ნაყენი ადვილი მოსამზადებელია - აადუღეთ მომინანქრებულ ჭურჭელში 1/2 ლ წყალი და ჩაყარეთ მასში 1/2 ჭიქა ცივ წყალში გარეცხილი ხახვის ფურცელი. ადუღეთ 5 წუთს, შემდეგ 1 საათს დააყენეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50-50 გ ჭამამდე 1/2 საათით ადრე ერთი თვის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში ათდღიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ. ასეთ პროფილაქტიკას არავითარი გვერდითი ეფექტი არ ახლავს.

ალოე სტომატიტს მოგირჩენთ

მაქვს სტომატიტის საწინააღმდეგო ერთი რეცეპტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ დედას გამოადგება. როცა ჩემი გოგონა ძალიან პატარა იყო, ყველაფერს პირში იდებდა (ალბათ ყველა ბავშვი ასეა). დაემართა სტომატიტი და მეც გადმომდო. ვერაფერს ჭამდა, ტკივილისგან ტიროდა. ექიმმა გამონაყარზე წასასმელი სითხეები გამოგვიწერა, მაგრამ არ გვიშველა. სტომატიტი მეზობლის წყალობით მოვირჩინეთ: შემოგვიტანა ალოეს ფოთოლი, გაჭრა შუაზე და წვენი ღრძილებზე, ენასა და ლორწოვანზე წაგვისვა. ასე ვაკეთებდით დღეში 3-ჯერ. 2-3 დღეში სტომატიტი უკვალოდ გაქრა.

ოფლიანობა აღარ შეგაწუხებთ

ბავშვობიდანვე მაწუხებდა ერთი პრობლემა: როგორც კი ტემპერატურა 20 გრადუსს ასცდებოდა, მეწყებოდა საშინელი ოფლიანობა. თუ ფეხით სიარული მომიწევდა, სიცივეშიც კი ვოფლიანდებოდი. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ არაფერი მჭირდა, უბრალოდ, ასეთი ნივთიერებათა ცვლა მქონდა, მაგრამ როგორი საქმეა, ახალგაზრდა ქალს გამუდმებით გეშინოდეს, ოფლის სუნი ხომ არ მდისო. თავდაპირველად ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს ვყიდულობდი, შემდეგ დიეტაზე გადავედი და წონა დავიკელი - ესეც ამაო აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა, დავიწყე ხალხური რეცეპტების შესწავლა და მივაგენი კიდეც საჭირო საშუალებას.

  • ვურევთ ერთმანეთში 3 ჩაის კოვზ თავშავას, 4 ჩაის კოვზ ჭინჭარს, 5 ჩაის კოვზ შავბალახას, 5 ჩაის კოვზ მატიტელას და 4 ჩაის კოვზ სვიის გირჩას, ვასხამთ 2 ლ მდუღარე წყალს, ვაჩერებთ, ვფილტრავთ და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ვასხამთ. ასეთი აბაზანა უნდა მიიღოთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ ძილის წინ.
  • მომიხდა ფეხის აბაზანებიც: ვადუღებთ 1 ლ წყალს, ვყრით მასში 1/2 ჭიქა დაქუცმაცებულ მუხის ქერქს, ვადუღებთ 15 წუთს, შემდეგ 30 წუთს ვაჩერებთ, ვფილტრავთ და ვამატებთ 10 მლ პროპოლისის 30%-იან ნაყენს. ვაგრილებთ 38 გრადუსამდე და 20 წუთით ვაწყობთ შიგ ფეხებს. მკურნალობის კურსი 10-12 დღეა.
  • გარდა ამისა, დილაობით ვიღებდი კონტრასტულ შხაპს. ამ სამმა საშუალებამ მარტო ოფლიანობისგან კი არ მიხსნა, გამაკაჟა კიდეც. თქვენც იმავეს გისურვებთ.