დავეხმაროთ ერთმანეთს
ამ ხალხური საშუალებით მდგომარეობა რამდენადმე მიმსუბუქდება ხოლმე:
- 1 ს/კ კრაზანასა და დაფქულ წითელ წიწაკას დაასხით 0,5 ლიტრი არაყი, გადაწურეთ დოლბანდის 2-3 ფენაში და ნაყენი პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ დღეში ერთხელ. ეს ნაყენი მაცივარში მთელი წელი ინახება.
ია კილასონია, ზუგდიდი
ფეხის ქუსლების ნახეთქების საწინააღმდეგო საშუალება
- ქუსლებზე ნახეთქების შესახორცებლად ერთმანეთს შეურიეთ 1 ს/კ წვრილად დაჭრილი მუხის ქერქი, ამდენივე სალბის ფოთოლი და გვირილას ყვავილი. დაასხით ამ ნარევს 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 2 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთი, არ გადაწუროთ. ფეხები ამ ხსნარში დაილბეთ 20 წუთის განმავლობაში, კარგად გაიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
თიკო ქელეხსაშვილი, გურჯაანი