თვალს გვირილის ნაყენი უხდება
თვალები სწრაფად მეღლებოდა, მეცრემლებოდა და მიწითლდებოდა, ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს თვალში რაღაც ჩამივარდაო. ვიმკურნალე, მაგრამ დროდადრო თვალები ისევ მიღიზიანდება (ან რა მოარჩენს, როცა დღედაღამ მონიტორს ვარ მიჩერებული?!). ასეთ დროს ვიმზადებ ნაყენს, რომელიც გაღიზიანებულ თვალებს მყისიერად ამშვიდებს.
- ვიღებ 2-3 სუფრის კოვზ გვირილას, ვასხამ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 1 საათით ვაყენებ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ ვწურავ და ძილის წინ თვალებს ამ ნაყენით ვიბან.