მტკივნეული მენსტრუაციის წამალი თავშავა და მარწყვბალახაა
- უბრალოდ, ეს ფიზიოლოგიური პროცესი ზოგიერთი გოგონას ორგანიზმში მტკივნეულად მიმდინარეობსო, ამიხსნეს, - ამიტომ ქიმიური მედიკამენტების სმას მოვერიდე და წამალი ხალხურ საშუალებებს შორის მოვიძიე.
- აიღეთ 2 სუფრის კოვზი თავშავა, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ, ჩაასხით თერმოსში და დააყენეთ. სვით მენსტრუაციის დღეებში, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე.
ნაყენი ხსნის ტკივილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მას ხშირად სვამენ კლიმაქტერიულ პერიოდშიც ზედმეტი აგზნებადობისა და უძილობის სამკურნალოდ.
- მარწყვბალახასგან კი წამალი ასე მზადდება: 20 გრამ ბალახს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და 15 წუთი ადუღოთ ნელ ცეცხლზე, გააცივოთ და გადაწუროთ. მიიღეთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე.