მწვანე ჩაის ანტისიმსივნური ეფექტიც აქვს
ბოლოდროინდელი გამოკვლევებით კი დადასტურდა ამ მცენარის ნაყენის ანტიკანცეროგენული მოქმედებაც. მეცნიერები დიდი ხანია იკვლევდნენ მწვანე ჩაის სიმსივნის საწინააღმდეგო მექანიზმებს მოლეკულურ დონეზე.
ეპიგალოკატეცინ-3-გალატი (EGGG) ის ძირითადი აქტიური შენაერთია, რომლის მოქმედება ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს. თუმცა, ეს ნივთიერება ბიოლოგიურად ძნელად ხელმისაწვდომია - ანტიკანცეროგენული ეფექტის მისაღებად დღეში 7-8 ფინჯანი ჩაის დალევა მაინც არის საჭირო. მეცნიერებმა შეძლეს მიეღოთ EGGG-ის სინთეზური ანალოგები, რომლებიც სიმსივნური უჯრედების ზრდას ხელოვნურ გარემოში გაცილებით უკეთ თრგუნავს, ვიდრე თავად EGGG.
თინათინ გოცაძე