/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ვაშლი

ვაშლი
ვაშლი ერთ-ერთი უძველესი ხეხილოვანი მცენარეა, კულტივირებულია დაახლოებით 4 ათასი წლის წინათ. ხეხილის ნარგაობათა შორის, ფართობისა და პროდუქციის მხრივ, ვაშლს პირველი ადგილი უჭირავს დედამიწის ზომიერი სარტყლის ფარგლებში. ცნობილია 10 ათასზე მეტი ჯიში, მათგან საქართველოშია 200.

განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს ვაშლის იმ ჯიშებს, რომლებიც ადრე მსხმოიარეა, იძლევა უხვ მოსავალს, კლიმატური პირობების, დაავადებისა და მავნებლებისადმი გამძლეა, ხოლო ნაყოფი გამოირჩევა მაღალი საგემოვნო თვისებებით, ტრანსპორტაბელობით, შენახვის კარგი უნარით და სხვა. საქართველოში ვაშლის ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიშები წარმოშობილია მაჟალოს უშუალო მონაწილეობით. ხალხური სელექციით მისგან მიღებულია ცნობილი ჯიშები — თურაშაული, კეხურა, ძუძუვაშლა და სხვა. საქართველოში ვაშლი ფართოდაა გავრცელებული მეხილეობის ყველა ზონაში, კერძოდ, კახეთში, ქართლში, მესხეთში, აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, აფხაზეთსა და სხვაგან.

ვაშლის კულტურული ჯიშების ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას), მჟავებს (ვაშლის, ლიმონის), პექტინს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, ვიტამინებს (A, B, ჩ), წყალს (83-90%) და სხვა. კულტურული და ველური ვაშლის ნაყოფს იყენებენ ნედლად, ჩირისა და კონსერვის სახით, მისგან ამზადებენ აგრეთვე ჯემს, პასტილას, მარმელადს, მურაბას, კომპოტს და სხვადასხვა სასმელს (წვენები, ხილის ღვინოები და სხვა). ვაშლის კულტურულ ჯიშებს საძირეზე მყნობით ამრავლებენ, ამისათვის იყენებენ როგორც ველურ ფორმებს, ისე კულტურული ჯიშების თესლებიდან მიღებულ საძირეებს. ძლიერ საძირეზე დამყნობით დიდი ხე იზრდება, დუსენზე დამყნობით - საშუალო ხე.

ვაშლის სასარგებლო თვისებები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვაშლი შეიცავს 85% წყალს, ხოლო დანარჩენი სასარგებლო ნივთიერებებია: უჯრედისი, ორგანული მჟავები, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, ასევე ვიტამინები: A, B1, B3, PP, ჩ და სხვა.

ვაშლი მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავს, ამიტომ შესანიშნავი საშუალებაა წონის დაკლების მსურველთათვის.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ვაშლი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ბუნებრივ მჟავებს, როგორებიცაა ვაშლის, ღვინის და ლიმონის, რომელთაც შეუძლიათ შეაჩერონ კუჭ-ნაწლავში ლპობის და დუღილის პროცესი, შეასუსტონ მეტეორიზმის შეგრძნება, მუცლის შებერვა, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის დასუფთავებას და აღდგენას. ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი კი ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლის გასაღებია.

პექტინის წყალობით ვაშლს გააჩნია ძალიან მსუბუქი და უსაფრთხო სასაქმებელი თვისება.

შეკრულობის პროფილაქტიკისათვის საუკეთესოდ ითვლება უზმოზე 1-2 მომჟავო ვაშლის ჭამა. დადასტურებულია, რომ ვაშლი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აჩერებს სიმსივნური უჯრედების ზრდას კუჭ-ნაწლავში და ღვიძლში. ასე რომ, კუჭ-ნაწლავსა პრობლემების შემთხვევაში, უზმოზე ვაშლის ჭამის გარდა, სასარგებლოა ასევე დღის განმავლობაში 1-2 ვაშლის მიღება. სასარგებლოდ ითვლება 2-3 კვირაში ერთხელ ვაშლის განტვირთვის დღის მოწყობაც (ერთდღიანი ვაშლის მონოდიეტა).

იმისათვის, რომ ვაშლში რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ნივთიერება შენარჩუნდეს, ის დაუმუშავებლად უნდა შეიჭამოს, კანთან ერთად, რადგან ზუსტად კანის ქვეშ არის ყველაზე დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინი, ფლავონოიდები და პექტინი. დაჭრილ ვაშლში მცირდება ჩ ვიტამინის რაოდენობა და ვაშლი ყავისფრდება, ეს დაჟანგვის ნიშანია, რომლის დროსაც ბევრი სასარგებლო ნივთიერება იკარგება.

ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის - ჯანმრთელი თუ სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისათვის. ვაშლი (განსაკუთრებით ახალმოწყვეტილი) ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს. მაგალითად, A ვიტამინი ვაშლში 50%-ით მეტია, ვიდრე ფორთოხალში, ეს ვიტამინი გვიცავს გაციებისა და სხვა ინფექციებისაგან, კარგია მხედველობისათვის.

საკმაოდ იშვიათი ვიტამინი G ვაშლში უფრო მეტია, ვიდრე სხვა ხილში. ამ ვიტამინს „მადის ვიტამინს“ უწოდებენ და ის უზრუნველყოფს ნორმალურ საჭმლის მონელებას და ზრდას. ვაშლში იოდი 8-ჯერ მეტია, ვიდრე ბანანში და 13-ჯერ მეტი, ვიდრე ფორთოხალში. ამიტომ ვაშლი სასარგებლოდ ითვლება ჩიყვის პროფილაქტიკის დროს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო დიდხანს დევს ვაშლი, მით უფრო მცირდება მასში ვიტამინების რაოდენობა.

განსაკუთრებით სასარგებლოა პატარა, მჟავე და ველური ჯიშის ვაშლები, ისინი 10-ჯერ მეტ სასარგებლო ნივთიერების შეიცავენ, ვიდრე გაპრიალებული ვაშლები.

ვაშლი კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას იწვევს, ამიტომ ვაშლის ჭამა სადილის დროს მარგებელია მათთვის, ვისაც მუდამ სადღაც ეჩქარება და ამიტომ არც ისე გულდასმით ღეჭავს საჭმელს.

მჟავე ვაშლი მდიდარია ჩ ვიტამინით, ის დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს ტოქსინების შეღწევადობას, ხსნის შეშუპებას, ეხმარება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალების სწრაფ აღდგენას. ვაშლი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს – ფიტონციდებს, რომლებიც გრიპის ვირუსზე დამღუპველად მოქმედებენ, შველის ოქროსფერი სტაფილოკოკის დროს სახეზე გამონაყარს, ანადგურებს დიზენტერიის გამომწვევს.

ვაშლს ორგანიზმზე გამაკაჟებელი, გამამხნევებელი მოქმედება აქვს. ვაშლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ვაშლი დადებითად მოქმედებს დაბალი წნევისა და სისხლძარღვების გახისტების წინააღმდეგ, ის სისხლის საუკეთესო გამწმენდია. ის ასევე სასარგებლოა ლიმფური სისტემისათვის.

ითვლება, რომ ვაშლის რეგულარული გამოყენება აფერხებს ტვინის უჯრედების დაშლის პროცესს, რომელიც მეხსიერების დაქვეითებას იწვევს.

ნოტინჰემის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, კვირაში 5 ვაშლის მოხმარება ხელს უწყობს რესპირატორული დაავადებების (მათ შორის - ასთმის) დონის დაქვეითებას.

მეცნიერებმა ვაშლის კიდევ ერთ სასარგებლო თვისებას მიაგნეს: ის არაჩვეულებრივად ცვლის კბილის პასტებს, ერთი ვაშლის მიღება დილით წმენდს და აჯანსაღებს კბილებს. ვაშლი იცავს მათ დაშლისაგან.

ღუმელში მოშუშული ვაშლი სასარგებლოა ქრონიკული შეკრულობისათვის, ცოცხალი კი – გასტრიტის, კოლიტისა და ავიტამინოზის დროს.

მეცნიერები თვლიან, რომ ვაშლის თესლი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს და ფერმენტებს, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს განვითარებას. ასევე ითვლება, რომ 5-6 ცალ ვაშლის თესლს სავსებით შეუძლია იოდის სადღეღამისო ნორმის დაფარვა. თუმცა ამ თეორიას აქვს საკამათო მხარეებიც – ექიმები აფრთხილებენ იმ საფრთხის შესახებ, რასაც შეიძლება ეს ყავისფერი თესლი შეიცავდეს. ვაშლის თესლი შეიცავს საკმაოდ სახიფათო ნივთიერებას – გლიკოზიდ ამიგდალინს, რომელიც კუჭში საწამლავ ნივთიერებას გამოყოფს. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის. ზოგიერთი მოსაზრებით, ეს საფრთხე გადაჭარბებულად ითვლება, რადგან თესლში ამ ნივთიერების კონცენტრაცია ძალზე მცირეა. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაჭარბებულად ვაშლის თესლის მიღება არაა მიზანშეწონილი. უსაფრთხოდ ითვლება დღეში არა უმეტეს 5-6 ცალი თესლისა.

ნ 100 გრამი ვაშლის საკვები ღირებულება – 47 კკალორიაა, გლიკემიური ინდექსი – 35;

ნ ცილები – 0,4 გ;

ნ ცხიმები – 0,4 გ;

ნ ნახშირწყლები – 9,8 გ;

ნ საკვები უჯრედისი – 1,8 გ;

ნ ორგანული მჟავები – 0,8 გ;

ნ წყალი – 86,3 გ;

ნ უჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,1 გ;

ნ მონო- და დისაქარიდები – 9 გ;

ნ სახამებელი – 0,8 გ;

ნ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები – 0,1 გ.

ვიტამინები:

ნ ვიტამინი PP – 0,3 მგ;

ნ ბეტა-კაროტინი` – 0,03 მგ;

ნ ვიტამინი A – 5 მკგ;

ნ ვიტამინი B1 (თიამინი) – 0,03 მგ;

ნ ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,02 მგ;

ნ ვიტამინი B5 (პანტოთენი) – 0,07 მგ;

ნ ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,08 მგ;

ნ ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 2 მკგ;

ნ ვიტამინი ჩ – 10 მგ;

ნ ვიტამინი E – 0,2 მგ;

ნ ვიტამინი H (ბიოტინი) – 0,3 მკგ;

ნ ვიტამინი K – 2,2 მკგ;

ნ ვიტამინი PP (ნიაცინის ეკვივალენტი) – 0,4 მგრ.

მაკროელემენტები:

ნ კალციუმი – 16 მგ;

ნ მაგნიუმი – 9 მგ;

ნ ნატრიუმი – 26 მგ;

ნ კალიუმი – 278 მგ;

ნ ფოსფორი – 11 მგ;

ნ ქლორი – 2 მგ;

ნ გოგირდი – 5 მგ.

მიკროელემენტები:

ნ რკინა – 2,2 მგ;

ნ თუთია – 0,15 მგ;

ნ იოდი – 2 მკგ;

ნ სპილენძი – 110 მკგ;

ნ მარგანეცი – 0,047 მგ;

ნ სელენი – 0,3 მკგ;

ნ ქრომი – 4 მკგ;

ნ ფთორი – 8 მკგ;

ნ მოლიბდენი – 6 მკგ;

ნ ბორი – 245 მკგ;

ნ ვანადიუმი – 4 მკგ;

ნ კობალტი – 1 მკგ;

ნ ალუმინიუმი – 110 მკგ;

ნ ნიკელი – 17 მკგ;

ნ რუბიდიუმი – 63 მკგ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ტერფის მემკვიდრეობითი დაავადებები
ტერფის მემკვიდრეობითი დაავადებები
ორთოპედიულ პაციენტებს შორის ყველაზე მეტია ძვალ-სახსართა თანდაყოლილი დაავადებების მქონე პაციენტი, კიდურთა განვითარების ანომალიები კი ამ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ვაშლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები