კაკალი ბუნების საოცრებაა
ნაყენის მომზადების წესი:
აიღეთ ორი სადილის კოვზი კაკლის ხიდი, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაფარეთ არყით და ორი კვირით დადგით სიბნელეში.
ნაყენის მიღების წესი: ნაყენი მიიღეთ ყოველდღიურად. თავდაპირველად ორ სადილის კოვზ წყალში გახსენით მისი 5-6 წვეთი. წვეთების რაოდენობა თანდათან 20-30-მდე გაზარდეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან სამ თვემდე გრძელდება.
ნაყენი ეფექტურია:
- უძილობის;
- რადიკულიტისა და სახსრების ტკივილის (მტკივან ადგილებში შესაზელად);
- შაქრიანი დიაბეტის;
- ჩიყვის;
- ტერფის ნახეთქების;
- თავის ტკივილის;
- ნერვული დარღვევების;
- მასტოპათიის;
- საშვილოსნოს ფიბრომიომების დროს.
ჰორმონული დარღვევებით მიმდინარე დაავადებების დროს 5-30 წვეთი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ნაყენის მიღების უკუჩვენებებია:
- ფსორიაზი;
- ნეიროდერმიტი;
- კვინკეს შეშუპება;
- ჭინჭრის ციება;
- მწვავე გასტრიტი.
კაკლის ღივი
ბევრს ალბათ კაკლის ღივის შესახებაც გაუგონია. ცნობილია, რომ ერთი დღე-ღამით წყალში გაღივებისას ხორბლის სასიცოცხლო ძალა 100-ჯერ იზრდება, კაკლისა კი ორ კვირაში - 1000-ჯერ!
კაკლის გაღივების უნიკალური რეცეპტი ბევრისთვის უცხოა:
- აიღეთ 1 კგ კაკალი (ნაჭუჭიანად), დაფარეთ ცივი წყლით, შედგით რაფაზე და ორი კვირით დატოვეთ. წყალი ყოველდღე გამოუცვალეთ. დღე-ღამეში ორჯერ მოურიეთ. ორი კვირის შემდეგ კაკლის ღივი მზადაა. ის მაცივარში, ქვედა თაროზე, იმავე წყლით შეინახეთ. მიირთვით დილა-საღამოს სამ-სამი კაკლის გული.
გაღივებული კაკალი აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, აღადგენს ნერვული და იმუნური სისტემების ფუნქციებს, წმენდს სისხლძარღვებს, კვებავს ძვლოვან ქსოვილს.
კაკლის ღივი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ პანკრეატიტის (კუჭუკანა ჯირკვლის) ანთების დროს.