როგორ მოვამზადოთ ალოესგან სამკურნალო საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვამზადოთ ალოესგან სამკურნალო საშუალებები

ალოეს წამოდუღება არ შეიძლება - მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება.

ნაყენი

ალოეს ფოთლები წვრილად დაჭერით, დაასხით სუფთა სპირტი ან არაყი 1:2 თანაფარდობით. გააჩერეთ სითბოში 10 დღე. პერიოდულად ანჯღრიეთ. შეინახეთ ბნელ ადგილას.

მალამო

ცივი ზეითუნის ზეთი შეურიეთ ალოეს ფოთლების გამონაწვლილში (ექსტრაქტში) თანაფარდობით 3:1.

წვენი

ჩვეულებრივი წვენის მისაღებად ალოეს ქვედა ფოთლები უნდა მოაჭრათ, გარეცხოთ ცივ წყალში და წვენსაწურში გაწუროთ, ბიოლოგიურად სტიმულირებული წვენის მისაღებად კი მოჭრილი ქვედა ფოთლები გაახვიეთ გაუმჭვირვალე ქაღალდში და 2 კვირით გააჩერეთ მაცივარში. შემდეგ გარეცხეთ, წვრილად დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი და 3 საათი გააჩერეთ სითბოში. ამის შემდეგ გაფილტრეთ რამდენიმეკეც დოლბანდში.

კრემი

აურიეთ ერთმანეთში 40 მლ ნუშის ზეთი, 2 გ თაფლი, 1 გ სუფთა ლანოლინი, 20 მლ ალოეს წვენი. მიღებული ნარევი გრილ ბნელ ადგილას შეინახეთ. გამოიყენეთ არა მხოლოდ როგორც სახის კრემი ნებისმიერი ტიპის კანისათვის, არამედ როგორც სამკურნალო საცხი სახის კანის აქერცვლის, მუწუკების და სხვა პრობლემების საწინააღმდეგოდ.

ემულსია

აურიეთ ერთმანეთში 70 მლ ალოეს წვენი, 15 მლ აბუსალათინის ზეთი და 15 მლ სპირტი. ჩადგით წყლის აბაზანაში 15 წუთით, პერიოდულად ურიეთ. გადმოდგით, დაუმატეთ 0,1 მლ ევკალიპტის ზეთი და ურიეთ გაცივებამდე.

იხილეთ აგრეთვე სტატია ალოე საოცარი მკურნალი