კალანჰოეს სპირტხსნარი ვენების გაგანიერების სამკურნალოდ
თავი იჩინა ვენების პრობლემამ, დაეწყო ფეხების შეშუპება, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ფეხის კუნთებზე მძიმე ტვირთი დაჰკიდეს. მისი თქმით, მედიკამენტური საშუალებებიც გამოიყენა, მალამოებიც წაისვა, მაგრამ უპირატესობა მაინც ბუნებრივ საშუალებას მიანიჭა და შედეგით კმყოფილი დარჩა.
"თუ ვენებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, პანიკაში არ ჩავარდეთ, უბრალოდ, დაიწყეთ მოქმედება. პირველ რიგში კვების რაციონში შეიტანეთ ზღვის პროდუქტები, მჟავე კომბოსტო, ვაშლი, ბადრიჯანი, ბოლოკი, ახალი ტყემალი, ლიმონი, ბრინჯი, ჭარხალი", - აღნიშნავს მკითხველი და შემდეგ რეცეპტს გვთავაზობს: აიღეთ კალანჰოეს ფოთლები, გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ქილაში (ნახევრამდე) და ქილა შეავსეთ სპირტით ან არყით, დაახურეთ მჭიდრო თავსახური და მოათავსეთ ბნელ გრილ ადგილას 1 კვირით, პერიოდულად შეანჯრიეთ. შემდეგ გაფილტრეთ. ეს ნაყენი ძილის წინ შეიზილეთ ფეხებზე, ტერფიდან მუხლამდე და უფრო ზევითაც. ნაყენი სწრაფად გაგათავისუფლებთ ვენების ვარიკოზული გაგანიერებით გამოწვეული ტკივილებისგან. მცირე ვენების ლურჯი ბადის მოსაშორებლად ეს პროცედურა 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ჩაიტარეთ.