ისპანახი გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს
აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი "მუხტავს" მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს. სპეციალისტები გვირჩევენ, ხშირად მივირთვათ ისპანახის ომლეტი, რათა ტვინმა დიდხანს შეინარჩუნოს ნორმალური მდგომარეობა. იხილეთ სტატია "მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში"