მწვანე ჩაი აივ-ინფექციის წინააღმდეგ
რამდენიმე ხნის წინ დამტკიცდა, რომ სპერმაში შემავალ პროტეინებს აივ-ინფექციის უჯრედებში შეყვანა შეეძლოთ, ამიტომ სპეციალისტებმა ამ პროტეინთა მოქმედების დამბლოკავი საშუალების პოვნა გადაწყვიტეს. ინფექციის შეჩერების უნარი მწვანე ჩაის კომპონენტებს აღმოაჩნდათ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ვაგინალური გელის შესაქმნელად, რომელსაც ინფექციის შეფერხება შეეძლება და კანის გაღიზიანებასაც არ გამოიწვევს. ამ გელის ერთ-ერთი აქტიური კომპონენტი მწვანე ჩაის კონცენტრატი იქნება.