რისთვის იყენებდა ჰიპოკრატე ვირისტერფას ნაყენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისთვის იყენებდა ჰიპოკრატე ვირისტერფას ნაყენს

გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, გაცივების, აგრეთვე ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს. ვირისტერფა გამოიყენება როგორც ნახარშებისა და ნაყენების სახით ცალკე, ასევე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ნაკრებში. ქერტლისა და თმის ცვენის დროს იყენებენ ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარ ნახარშს.

ნედლი მცენარის ფოთლიდან გამონაწური წვენი ითვლება ჭრილობების მოსაშუშებელ საშუალებად. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა მას ცხელი საფენების სახით ჩირქოვან ჭრილობებზე და წყლულებზე დასაფენად.

ვირისტერფას ნახარში ხელს უწყობს ნახველის ამოღებას სასუნთქი ორგანოების გაცივების დროს, ამშვიდებს ხველას, განსაკუთრებით ღამით.

4 ჩაის კოვზს დაფშვნილ ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა (200 მლ) მდუღარე, დადგით 30 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

ბულგარულ ხალხურ მედიცინაში იყენებენ ვირისტერფას შემდეგნაირად მომზადებულ ნაყენს: 1 სუფრის კოვზ მშრალ ფოთლებს დაასხით 400 მლ მდუღარე და გააჩერეთ 1 სთ-ის განმავლობაში, მიღებული ნაყენი გაწურეთ, დალიეთ 1 სუფრის კოვზი 4-6-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება.

ვირისტერფას და ჭინჭრის ნახარში, შერეული თანაბარი რაოდენობით გამოიყენება თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ.

ამ მცენარეს ქართლში ჯორისქუსლას უწოდებენ, ხევსურეთში - ცხენისტერფას, თუშეთში - დათვთბუერას, ხოლო აჭარაში გულბამბას. იხილეთ ვრცლად