რატომ მიიჩნევდნენ უძველესი მედიკოსები სალბს წმინდა ბალახად
თუმცა არ შეიძლება სალბის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენება - ლორწოვანი გარსების გაღიზიანებასთან ერთად შესაძლოა მოწამვლაც გამოიწვიოს.
სალბის ნაყენებსა და ნახარშებს ძირითადად იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიოსტატიკური თვისებების, მადეზინფიცირებელ საშუალებას პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. ხალხურ მედიცინაში სალბის ფოთლები გამოიყენება გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადების, ბრონქიტების დროს, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი, ხველის შემარბილებელი, შარდმდენი საშუალება.
სალბის ნაყენის მისაღებად 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. გამოიყენება პირის ღრუში, ყელში გამოსავლებად. სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები გამოიყენება კანის დაზიანების, ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის დროს.
თვლიან, რომ სალბის ნაყენის მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამიტომ ურჩევენ მის მიღებას ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში.
მის ნაყენს იყენებენ აგრეთვე როგორც კოსმეტიკურ საშუალებას ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ არაუმეტეს 5 წუთისა, ხმარობენ თბილი საფენების სახით. იხილეთ ვრცლად