ხველებას ძირტკბილას ნახარში მოგირჩენთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხველებას ძირტკბილას ნახარში მოგირჩენთ

ძირტკბილას ნახარშები და ნაყენები იხმარება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, როგორც შარდმდენი, სპაზმოლიტური საშუალება.

ძირტკბილას ფესვებისაგან ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი. დაახურეთ თავსახური, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15-20 წთ. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გაწურეთ; მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილზე არა უმეტეს 2 დღე-ღამისა.

ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ხმარობენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შარდის შეკავების დროს. ძირტკბილას ფესვების გამონაწური ასე დაამზადეთ: 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ (1/2 ლიტრი) წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წთ.

გაცივების შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ ღვინის ჭიქა ყოველი ჭამის წინ. იხილეთ ვრცლად