ენდრო შარდკენჭოვან დაავადებებს კურნავს
გამოდევნის წვრილ ქვებსა და ქვიშას საშარდე გზებიდან. ენდროს ფესვების ექსტრაქტი, ასევე ფხვნილი და სხვა გალენური პრეპარატები შლიან შარდის ბუშტსა და თირკმელებში არსებულ კენჭებს, განსაკუთრებით - კალციუმისა და მაგნიუმის ფოსფატების, აგრეთვე ოქსალატების შემცველ კენჭებს. მცენარის გალენურ ფორმებს აქვს სპაზმების მომხსნელი და შარდმდენი მოქმედება. ჰომეოპათიაში გამოიყენება მცენარის ფხვნილი, ელენთის ტკივილითა და გადიდებით მიმდინარე ანემიების დროს კი ნაყენი. ტიბეტურ მედიცინაში ანგინისა და დიფტერიის სამკურნალოდ მოწოდებული რთული რეცეპტების შემადგენლობაში ენდრო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ინდოეთის მედიცინა წარმატებით იყენებს ამ მცენარეს ამენორეისა (მენსტრუაციის უქონლობა) და ანურიის (თირკმელების მიერ შარდის გამოყოფის სრული შეწყვეტა) სამკურნალოდ, კორეული მედიცინა (მრავალკომპონენტიანი ნახარშების შემადგენლობაში) - გულის სარქვლოვანი უკმარისობის დროს. ხალხურ მედიცინაში გამოიყენება როგორც ენდროს ფხვნილი, ასევე ნაყენი, ნახარში და ექსტრაქტი თირკმელების, საშარდე გზების, ღვიძლის, ელენთის, სასუნთქი სისტემის, ნაწლავთა და ძვლის ტუბერკულოზის, რაქიტის, ოსტეომიელიტის, ამენორეის, ანემიის, ასციტის, დიზენტერიის, იშიასისა და პოდაგრის თერაპიაში. გარეგანი მოხმარებისათვის- წყლულების, დერმატომიკოზების, პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ. ნახარში ეფექტურია გარეგანი გამოყენებისათვის კანის კიბოს დროს. თურქმენეთში კი მას მეხსიერების დარღვევების დროს იყენებენ. მცენარის ღეროებისაგან თურქმენეთში მზადდება მალამო (კვერცხის გულთან და შაბთან ერთად) გარეგანი გამოყენებისთვის - ამოვარდნილობების, მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების სამკურნალოდ. იხილეთ ვრცლად