სამკურნალო მცენარეები უგუნებობის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო მცენარეები უგუნებობის დროს

მაგარი სასმელებით ცდილობს. არადა, არსებობს მრავალი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება, რომლებსაც მოთენთილობისა და უგუნებობის თავიდან აცილება შეუძლია. აი ზოგიერთი მათგანი:

  • ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია კრაზანა.

შეიძლება 1/4 ჭიქა ნახარშის (1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და წამოადუღეთ) დღეში 3-4-ჯერ, თაფლით ან შაქრით დალევა.

  • ხანში შესული ქალბატონებისთვის სასარგებლო იქნება კუნელის, გვირილისა და კრაზანას (1:1:1) ნარევის ჩაი:

1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 15-20 წთ და გაფილტრეთ. სვით თაფლით, დააგემოვნეთ ყოველი ყლუპი.

  • ნერვული გამოფიტვისა და სისუსტის დროს რეკომენდებულია მატიტელას ნაყენი:

1 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში გაგრილებამდე. დალიეთ ჭამის წინ.

  • კიდევ ერთი პოპულარული საშუალებაა კატაბალახა

2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კატაბალახას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 საათით, არ გაფილტროთ. სვით დილით და შუადღისას თითო სუფრის კოვზი, საღამოობით კი 1/4 ჭიქა.

  • კარგი ანტიდეპრესანტებია მანჯურიული არალია, ჟენ-შენი, ზაფრანა.

ამ მცენარეების ნაყენი მიიღეთ როგორც ნერვული სისტემის მატონიზებელი და დამამშვიდებელი საშუალება - 15-20 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.

  • ძლიერი სისუსტისა და ნერვული სისტემის დაავადებების დროს კარგია ნაღველა:

2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახსა და ფესვს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წუთი და ოდნავ რომ შეგრილდება, მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • დეპრესიისა და უძილობის დროს სასარგებლოა ასეთი საშუალება: 10 გ ბარამბოს ხმელ ფოთლებს დაასხით 1 ლიტრი არაყი, დაამატეთ 1 გ ანგელოზას დაქუცმაცებული ფესვი, 1 ლიმონის კანი, მწიკვი დაჩეჩქვილი ჯავზი, ქინძის თესლი და ორი ცალი მიხაკი. გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გაფილტრეთ და ბოთლებში გადაასხით. მიიღეთ 15 წვეთი დღეში 3-ჯერ ჩაისთან ერთად.