/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ბადრიჯანი

ბადრიჯანი
შუა საუკუნეების ევროპაში ბადრიჯანს „უჭკუობის ვაშლს“ უწოდებდნენ. ამ მცენარის ნაყოფი ევროპელებმა არაბების წყალობით იგემეს, თუმცა

დიდხანს არ იცოდნენ მისი სწორად მომზადება, ვერც შენახვის პირობებს იცავდნენ (ამის გამო ნაყოფში ტოქსინები გროვდება), თანაც ნაყოფთან ერთად მცენარის სხვა ნაწილებსაც მიირთმევდნენ და ხშირად იწამლებოდნენ.

ბადრიჯანი, განსაკუთრებით - მისი ღეროები, შეიცავს სოლანინს, რომელსაც სხვაგვარად ალკაპოიდი ეწოდება. მისმა სიჭარბემ შესაძლოა მოწამვლა (ინტოქსიკაცია) და ჰალუცინაციები გამოიწვიოს.

ბადრიჯნის მწიფე ნაყოფი შეიცავს უჯრედისს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს, პროვიტამინ A-ს, C-ს, P-სა და B ჯგუფის ვიტამინებს, ნატურალურ შაქრებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმებს, მინერალებიდან - კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ნატრიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, კობალტს, მანგანუმსა და ალუმინს.

სასარგებლო თვისებები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბადრიჯანი მასში შემავალი ნივთიერებების ბიოლოგიური აქტიურობის გამო დადებით გავლენას ახდენს უამრავი ორგანოს ფუნქციასა და ზოგად მდგომარეობაზე. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს თირკმელების მუშაობას, ასუფთავებს ნაწლავებსა და სანაღვლე გზებს.

დიეტოლოგები ბადრიჯნით სისტემატურად კვებას ურჩევენ მათ, ვინც მიდრეკილია გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიებისადმი, რადგან ბადრიჯანს ორგანიზმიდან გამოაქვს ე.წ. ცუდი ქოლესტერინი, ხოლო მასში შემავალი მინერალების, კერძოდ, კალიუმისა და ნატრიუმის მარილების წყალობით გულის მუშაობა უმჯობესდება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

საკვებ რაციონში ბადრიჯნის სისტემატურად ჩართვის შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციაც ნორმალიზდება. სპილენძის, რკინის, კობალტისა და მანგანუმის წყალობით ორგანიზმში უმჯობესდება სისხლის წარმოქმნა.

ბადრიჯანი დადებით გავლენას ახდენს ელენთისა და ძვლის ტვინის ფუნქციებზე. აქედან გამომდინარე, ანემიით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა. ის ხელს უწყობს ერითროციტების (სისხლის წითელი ბუთულების) წარმოქმნას და ნორმაში მოჰყავს ჰემოგლობინის დონე.

დაბალი კალორიულობის გამო ბადრიჯანი თამამად შეიძლება მიირთვან ჭარბი წონის მქონეებმაც.

ის საუკეთესოდ ანაყრებს, თანაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციას.

მას აქვს სუსტი, მაგრამ ეფექტური შარდმდენი მოქმედება, ამიტომაც სასარგებლოა თირკმლის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულთათვის.

ბადრიჯნის წვენს აქვს მკვეთრად გამოხატული ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება, ეფექტურად ებრძვის ინფექციებს. ხალხურ მედიცინაში ბადრიჯანს ოდითგან იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად, აგრეთვე პოდაგრის სამკურნალოდ, რადგან ხელს უშლის შარდმჟავას დაგროვებას სისხლსა და მთლიანად ორგანიზმში.

ბადრიჯანი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც - აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში.

როგორ გავყინოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის წაიკითხეთ საიტზე gemrielia.ge

mkurnali.ge

პოდაგრის სამკურნალოდ ზამთარში შეიძლება გამხმარი ბადრიჯნის გამოყენება.

  • გასახმობად ბადრიჯანი თხელ ფირფიტებად უნდა დაჭრათ, ძაფზე ააცვათ და რამდენიმე საათით ანთებული ელექტრო- ან გაზქურის თავზე დაკიდოთ. ოდნავ დარბილებული ბადრიჯანი 10-12 დღის განმავლობაში ისევე უნდა ახმოთ, როგორც სოკო, შემდეგ ტილოს ტომარაში ჩატყაროთ და გრილ მშრალ ადგილას შეინახოთ. მომზადების წინ დაასველოთ.

მას, ვისაც ბადრიჯანი უყვარს, სისხლძარღვთა კედლებზე ათერომული ფოლაქების განვითარება არ ემუქრება, უკვე არსებული დაზიანებანი კი უქრება.

ბადრიჯანს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე და ხსნის შეშუპებას, დადებით გავლენას ახდენს თირკმელებზე შარდკენჭოვანი დაავადებისას.

მწეველებს ბადრიჯანი თამბაქოს მიტოვებას უადვილებს - საქმე ის გახლავთ, რომ ბადრიჯანი შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც ეხმარება მწეველს დისკომფორტის გადალახვაში.

  • ბადრიჯნის გამხმარი ქერქისგან მიღებული ფხვნილით ჰიპერტონიას მკურნალობენ: ყავის საფქვავში ფქვავენ და ჭამის წინ თითო ჩაის კოვზს მიირთმევენ.
  • ამავე ფხვნილისაგან მზადდება ნაყენი კბილებისა და ღრძილების გასამაგრებლად: ერთ სადილის კოვზ ფხვნილს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 2-3 საათს, ამატებენ ერთ ჩაის კოვზ მარილს და დღეში რამდენჯერმე ივლებენ პირის ღრუში.

თუ ბადრიჯნით გახდომა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ შემწვარი ბადრიჯანი ამისათვის არ გამოგადგებათ. თუ გურმანი ბრძანდებით და მაინცდამაინც ოდნავ შებრაწული ბადრიჯანი გსურთ, დაჭრილი, შეწვამდე 10 წუთით მოათავსეთ ცივ წყალში - ის გაიჯირჯვება და წვის პროცესში ნაკლებ ცხიმს (ზეთს) შეიწოვს.

ბადრიჯანი არ უნდა მიირთვან გასტრიტითა და წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულებმა.

ბადრიჯანი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

  • მისი კანის ნახარში მუქ თმას საოცარ ბზინვარებასა და თავისებურ ფერს ანიჭებს.
  • თხელ ფირფიტებად დაჭრილი ბადრიჯანი ნიღბადაც გამოიყენება. ის, კიტრის მსგავსად, ატენიანებს და ათეთრებს კანს.
  • მშრალი კანის პატრონებისთვის რეკომენდებულია წვრილად გახეხილი ბადრიჯნის ნიღაბი. გახეხილ მასას ცოტაოდენი მდუღარე წყალი და არაჟანი დაამატეთ. მიღებული ნარევი 10-15 წუთით გაიჩერეთ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  • კანის გაღიზიანებულ და ანთებად უბნებზე სასარგებლოა ბადრიჯნის წვენში დასველებული ტამპონების დადება - ბადრიჯანი ხომ ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა.

არაბები ტყუილად როდი უწოდებდნენ ბადრიჯანს „მუდმივი ახალგაზრდობის ნაყოფს“. ამაში მართლაც არის ჭეშმარიტების წილი. ბადრიჯნის რბილობი გაჯერებულია ნივთიერებებით, რომლებიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. კოლაგენის წყალობით კი, მოგეხსენებათ, კანი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ელასტიკურობასა და სინორჩეს.

კომენტარები (1)
maia-bodokia@mail.ru
მაინტერესებს მთელი დის განმავლობაში რა რაოდენობიტ სჰეიდზლება მიგება
თარიღი : 22-07-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი

არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ

პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
ყაყაჩოსა სიწითლითა...
ყაყაჩოსა სიწითლითა...
„ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებიაო“, – ბავშვობიდან გვახსოვს, ხოლო როგორ ამშვენებს ის მედიცინას, კულინარიას და ზოგიერთი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი სტატიდან შეიტყობთ.
სრულად
თუთა
თუთა
თუთა – თუთისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ორსახლიანი, იშვიათად, ერთსახლიანი მცენარეა.
სრულად
სელის ნაყენი ყაბზობას აგვარიდებს
სელის ნაყენი ყაბზობას აგვარიდებს
სელის თესლს შეუძლია ნაწლავების ზედაპირის ამოფენა, დამცავი აპკის შექმნა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბადრიჯანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები