ზაფრანა როგორც მკურნალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფრანა როგორც მკურნალი

მისი სახელი წარმოდგება არაბული სიტყვისგან “ზა-ფრან”, რაც ნიშნავს “იყო ყვითელი”. საკუთრივ ყვავილი ბაცი იისფერია, ხოლო ბუტკოს 3 სურნელოვანი დინგი, რომლებიც, ფაქტობრივად, გამოიყენება სანელებლად - ნარინჯისფერ-მოწითალო.

დინგებს სექტემბერ-ნოემბერში აგროვებენ, მათ გაფურჩქვნისთანავე აცლიან ყვავილებს და უმალ ახმობენ. 100 000 ყვავილისგან საშუალოდ 1 კგ ზაფრანას იღებენ.

ყველაზე მაღალხარისხოვანი მუქი წითელი ფერის ან მოწითალო-მოყავისფრო ზაფრანაა. მას აქვს მძაფრი, ოდნავ მომწარო საუცხოო სურნელი და გამორჩეული გემო.

  • ცოტა რამ ისტორიიდან

ზაფრანის სამშობლოდ მცირე აზია, ახლო აღმოსავლეთი და ინდოეთი მიიჩნევა. ეს სანელებელი ჯერ კიდევ შუმერულ წყაროებშია მოხსენიებული. ფინიკიელები თურმე წარმატებით ვაჭრობდნენ ამ სანელებლით, კერძოდ, ჩამოჰქონდათ ის პორტ ტვიროსში, საიდანაც ზაფრანა დასავლეთ თურქეთსა და საბერძნეთში ხვდებოდა. მას მიართმევდნენ ხოლმე იმპერატორებს, მეფეებსა და მღვდელმთავრებს, როგორც საგანგებო და ძვირფას საჩუქარს. მდიდარი რომაელები ზაფრანისგან ნელსაცხებელს ამზადებდნენ.

სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა ზაფრანისფერი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოსვა. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ზაფრანისადმი ინტერესი ერთხანს შენელდა. ესპანელები იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც ზაფრანის პლანტაციების მოშენება დაიწყეს (ყველაზე ცნობილი პლანტაციები მადრიდის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო).

ესპანეთში ზაფრანა IX საუკუნეში არაბთა წყალობით მოხვდა, მერე კი საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. დღეს ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს და მოჰყავთ საბერძნეთში, იტალიასა და ირანში, კავკასიასა და უკრაინაში.

  • ქიმიური შედგენილობა

ახალდაკრეფილი ზაფრანა შეიცავს კაროტინოიდული ბუნების გლიკოზიდს პროტოკროცინს, რომელიც გახმობისას შედარებით მარტივ გლიკოზიდებად -კროცინად და პიკროკროცინად - გარდაიქმნება.

კროცინი წარმოადგენს ზაფრანის სპეციფიკური ყვითელი ფერის საღებავ ნივთიერებას. პიკროკროცინი მომწარო ნივთიერებაა. ზაფრანის ეთერზეთის ძირითადი კომპონენტია საფრონალი. გარდა ამ ნივთიერებისა, ეთერზეთი შეიცავს პინენსა და ცინეოლს. მცენარის დინგი მდიდარია აგრეთვე ლიკოპინით, კაროტინით, B ჯგუფის ვიტამინებით, ფლავონოიდებით, ცხიმოვანი და აზოტოვანი ნაერთებით. შეიცავს წყალს, შაქარს, ცვილს, კალიუმს, კალციუმს და სხვა.

  • სამკურნალო თვისებები

ზაფრანის სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი რამაა ნათქვამი ჩინურ და ეგვიპტურ სამედიცინო წყაროებში, რომლებიც, შესაბამისად, ჩვ. წ. აღ-მდე 2600 და 1500 წლებით თარიღდება. ძველი რომაელები დიდად აფასებდნენ ამ მცენარეს როგორც კატარაქტის სამკურნალო საშუალებას. გაბატონებული იყო შეხედულება, რომ ზაფრანა ერეოდა შხამს.

ზაფრანას დამწვრობის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ავიცენას დროს იყენებდნენ. ის მეტად ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანადგურებს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ასაკთან ერთად უფრო და უფრო ინტენსიურად წარმოიქმნება.

ცოტაოდენი ზაფრანა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხალხურ მედიცინაში იგი ცნობილია, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საგულე საშუალება. რეკომენდებულია მადის მოსამატებლად, ღვიძლისა და კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ, ძლიერი ხველის შეტევათა მოსახსნელად.

გარდა ამისა, ზაფრანას აქვს მატონიზებელი თვისება, კვებავს ორგანიზმის უჯრედებს, ძირითადად - სისხლს, წმენდს შარდის ბუშტსა და თირკმელებს, აუმჯობესებს სახის ფერს, ამაგრებს გულის კუნთს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე, ამაღლებს გუნება-განწყობას, ხალისსა და სასიცოცხლო ტონუსს მატებს ადამიანს. მისი საფენები კარგია თავის ტკივილის დროს. თაფლთან ერთად მას თირკმელებსა და შარდის ბუშტში არსებული კენჭების დასაშლელად იყენებენ, ცხელ რძესთან კომბინაციაში კი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, მეხსიერებისა და მგრძნობელობის გაუმჯობესებას.

ფარმაცევტულ წარმოებაში ზაფრანა სხვადასხვა პრეპარატის - ტინქტურების, ექსტრაქტებისა და თვალის წვეთების დასამზადებლად გამოიყენება.

საყურადღებოა, რომ ზაფრანის გამოყენება არ შეიძლება ორსულობისას - შესაძლოა, აბორტის პროვოცირება გამოიწვიოს!