/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

მწვანე აფთიაქი

მწვანე აფთიაქი
თბილისელებმა (და არამხოლოდ მათ) კარგად იციან, რომ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) 53-ში ფუნქციობს მწვანე აფთიაქი, სადაც შეიძლება სამკურნალო, მათ შორის იშვიათი მცენარეების შეძენა.

მეც არაერთხელ მისარგებლია ამ აფთიაქით. გავსაუბრებივარ კიდეც იქ მომუშავე ფარმაცევტებს და საინტერესო ინფორმაციაც მიმიღია ამა თუ იმ მცენარის შესახებ. ამჯერად, რაკი ჟურნალის მთავარი თემა მცენარეთა სამყაროს ეხება, გთავაზობთ ინტერვიუს შპს "ფლორას" მწვანე აფთიაქის დამფუძნებელსა და დირექტორთან, ბატონ თენგიზ მაისურაძესთან:

  • ბატონო თენგიზ, მოგვიყევით მწვანე აფთიაქის ისტორია, როდის დაარსდა ის, ვის დაებადა ეს იდეა?

tengiz-maisuraze.jpg- დავიწყებ იმით, რომ ჩემი წინაპრების რამდენიმე თაობა ფარმაცევტულ საქმიანობას მისდევდა. ჩემი პაპის პაპა სიმონ მაისურაძე ახალციხეში მოქმედ კათოლიკე მისიონერთა აფთიაქში მსახურობდა. მისმა შვილმა, იოანე მაისურაძემ, 1865 წელს დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციის განყოფილება და პროვიზორის დიპლომი მიიღო.

ამრიგად, იგი გახლდათ პირველი ქართველი უმაღლესდამთავრებული ფარმაცევტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იოანემ მუშაობა დაიწყო თბილისში, პროვიზორ შმიდტის აფთიაქში, რომელიც სოლოლაკში, ყოფილ კიროვის ქუჩაზე მდებარეობდა. სწორედ შმიდტის რეკომენდაციით და თავისი დიპლომის წარდგენით მოიპოვა იოანე მაისურაძემ 1865 წელს ახალციხეში აფთიაქის გახსნის უფლება. მოგვიანებით მანვე დააარსა სააფთიაქო განყოფილება დაბა აბასთუმანში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

1867 წელს ცოდნის გასაღრმავებლად ის საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში გაემგზავრა, მაგრამ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ერთ წელიწადში დაბრუნდა საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა. წლების მანძილზე თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“, იყო რამდენიმე მოთხრობის ავტორი.

1864 წელს საკუთარი თანხებით გამოსცა ლოცვათა კრებული ქართულ ენაზე. 1878 წელს მანვე აამუშავა ახალციხეში პირველი ლიმონათის ქარხანა, გააშენა ხილის ულამაზესი ბაღები, რომლებსაც ხალხმა „ფანტაზია“ უწოდა. ამ ქარხნის პროდუქციამ 1902 და 1913 წლებში, საერთაშორისო გამოფენებზე, ოქროს მედლები დაიმსახურა. ახალციხის ლიმონათის ქარხანას ჰქონდა ფილიალები თბილისსა და ქუთაისშიც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

იოანე მაისურაძე გარდაიცვალა 1886 წელს, დაკრძალულია ქალაქ ახალციხეში. იოანეს მემკვიდრეებიდან ანტონმა და იოსებმაც მიიღეს უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში. ანტონი ჯერ ახალციხის აფთიაქის, შემდგომ თელავის საქალაქო აფთიაქის მმართველად მსახურობდა, ხოლო იოსები, ბაბუაჩემი, იყო ახალციხის აფთიაქის მეპატრონე და მმართველი საქართველოს გასაბჭოებამდე. სხვათა შორის, იგი გახლდათ სამხრეთ საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელიც. ასევე ფარმაცევტულ საქმიანობას ეწეოდნენ მამაჩემი იოანე მაისურაძე - დმანისის, ახალციხის, ბოლნისის და ოჩამჩირის აფთიაქის მმართველი და მამიდა ანტონინა, თბილისის წმინდა მიხეილის საავადმყოფოს აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც 1951 წელს ლენინის ორდენით დააჯილდოეს. ამჟამად ფარმაცევტულ საქმიანობას ვეწევით მე და ჩემი ქალიშვილი, მანანა მაისურაძე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უმაღლესი კატეგორიის ფარმაცევტი, მაგისტრი.

  • ახლა მწვანე აფთიაქის ისტორია გვიამბეთ...

- 1988 წელს მოსკოვში მივლინებით ყოფნის დროს გორკის ქუჩაზე, სამკურნალო მცენარეთა აფთიაქში მოვხვდი. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, ანალოგიური აფთიაქი თბილისშიც გამეხსნა, რაც მოვახერხე კიდეც 1989 წელს. საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა დავამყარე თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებთან, სამკურნალო მცენარეების საკავშირო ინსტიტუტის ქობულეთის ბაზასთან, ყირიმის საკავშირო გამაჯანსაღებელ ცენტრთან. ყირიმის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ალ. პუიდამ, გამიზიარა სამკურნალო მცენარეთა ზოგიერთი ნაკრების საიდუმლოება, რაც მე შემდეგში საკმაოდ წარმატებულად გამოვიყენე.

  • იქნებ უფრო ვრცლად მოგვითხროთ ამ ნაკრებების შესახებ...

ასევე დაგაინტერესებთ
ფიტოესტროგენები - რა უნდა გაითვალისწინოთ მათი მიღებისას
ფიტოკასრი ორგანიზმს აჯანსაღებს - ორთქლით მკურნალობის სასარგებლო თვისებები

- გვაქვს ნაღველმდენი, დამაწყნარებელი, ხველისა და შეკრულობის საწინააღმდეგო, წნევის დამწევი, თირკმლის გამწმენდი, შარდმდენი, დიაბეტის სამკურნალო, კუჭის მაღალი და დაბალი მჟავიანობის დროს გამოსაყენებელი ნაკრებები. 18 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით ნაღველმდენი ნაკრები იყიდებოდა. 4-5 წელია, მას დიაბეტის სამკურნალო ნაკრებმა გაუსწრო. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ამ უკანასკნელზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. ამჟამად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხველების საწინააღმდეგო ნაკრებიც.

  • ინდივიდუალურად რომელ მცენარეებზეა დიდი მოთხოვნა?

- ჩვენს აფთიაქში 200-ზე მეტი დასახელების მცენარე და მცენარეული ზეთი იყიდება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა სააფთიაქო ანუ სამკურნალო გვირილაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი სახეობის გვირილა ხარობს. სამწუხაროდ, არიან უწესო ადამიანები, რომლებიც არასამკურნალო დანიშნულების ანუ ტოქსიკურ მცენარეს ყიდიან და ამით სარგებელს იღებენ. ველურად მოზარდი გვირილის გამოყენება მხოლოდ თმაზე გადასავლებად შეიძლება. სხვა დანიშნულებით, მაგალითად, ჩვილი ბავშვის აბაზანებისთვის, დასალევად, მისი გამოყენება დაუშვებელია.

დიდი მოთხოვნაა აგრეთვე კატაბალახაზე, შავბალახაზე, კუნელზე, მუხის ქერქზე, კრაზანაზე, არყის კვირტებზე, ასკილზე, ბარამბოზე, გულყვითელაზე, დათვისყურაზე, იმავე დათვის კენკრაზე, ევკალიპტზე, ენდროზე (რომელიც მარტო კვერცხების შესაღები კი არა, არამედ სამკურნალო საშუალებაცაა), თავშავაზე, თირკმლის ჩაიზე, მრავალძარღვაზე, ნეგოზე (საოცარი ნეგო ხარობს მესხეთსა და აჭარაში), პიტნაზე, ჟოლოზე, სალბზე (კახეთში გვაქვს მისი პლანტაცია), ღვიაზე და სხვა.

კომენტარები (1)
სიახლე !!!
2013წელს საქართველოში შეიქმნა ახალი ორგანიზაცია შპს ქართული ამარანტი,რომელმაც პირველად საქართველოში დაიწყო უნიკალური,ამერიკული მცენარის ამარანტის წარმოება. 2014წლის ამარანტის საუკეტესო ხარისხის მოსავლიდან დავამზადეთ სამკურნალო ჩაი ამარანტისაგან. ამარანტის ფიტოჩაის აქვს ანტიბაქტერიული და მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები: არეგულირებს გულსისხლძარღვთა,საჭმლის მომნელებელ და შარდსასქესო სისტემების მუშაობას,აძლიერებს იმუნურ სისტემას.ეფექტურია სასუნთქი სისტემების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ როგორებიცაა:ბრონქიტი,ლარინგიტი,პნევმონია,პლევრიტი.აწესრიგებს ენდოკრინულ და მეტაბოლურ დარღვევებს(ანემია,ვიტამინების ნაკლებობა,ჩიყვი,დიაბეტი სიმსუქნე), აჩერებს სისხლდენას(ბუასილი,მენსტრუალური ციკლის დარღვევა),ხსნის სახსრების და ძვლების ტკივილს(არტრიტი,ასტეოხონდროზი,არტროზი). გამოიყენება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების კომპლექსური თერაპიული მკურნალობის დროს. ეფექტურად ამცირებს კანისა და ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესებს.გამოიყენება კონუქტივიტის სამკურნალოდ. ზრდის რძის რაოდენობას მეძუძურ დედებში. არეგულირებს ნერვული სისტემის მოშლას, გამოიყენება იმპოტენციის სამკურნალოდ. ჩვენ ორგანიზაციას საქონელი შეტანილი აქვს შირაქის მაღაზიათა ქსელსა და თამარ მეფის გამზირზე მდებარე მწვანე აფთიაქში. შეგვიძლია შემოგთავაზოთ თქვენც,დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე +995 551 514 791 ან +995 598 112 743. დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს Facebook-ის გვერდს https://www.facebook.com/profile.php?id=100005710650701 .
თარიღი : 10-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
ყაყაჩოსა სიწითლითა...
ყაყაჩოსა სიწითლითა...
„ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებიაო“, – ბავშვობიდან გვახსოვს, ხოლო როგორ ამშვენებს ის მედიცინას, კულინარიას და ზოგიერთი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი სტატიდან შეიტყობთ.
სრულად
თუთა
თუთა
თუთა – თუთისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ორსახლიანი, იშვიათად, ერთსახლიანი მცენარეა.
სრულად
სელის ნაყენი ყაბზობას აგვარიდებს
სელის ნაყენი ყაბზობას აგვარიდებს
სელის თესლს შეუძლია ნაწლავების ზედაპირის ამოფენა, დამცავი აპკის შექმნა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მწვანე აფთიაქი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვანე აფთიაქი

მეც არაერთხელ მისარგებლია ამ აფთიაქით. გავსაუბრებივარ კიდეც იქ მომუშავე ფარმაცევტებს და საინტერესო ინფორმაციაც მიმიღია ამა თუ იმ მცენარის შესახებ. ამჯერად, რაკი ჟურნალის მთავარი თემა მცენარეთა სამყაროს ეხება, გთავაზობთ ინტერვიუს შპს "ფლორას" მწვანე აფთიაქის დამფუძნებელსა და დირექტორთან, ბატონ თენგიზ მაისურაძესთან:

  • ბატონო თენგიზ, მოგვიყევით მწვანე აფთიაქის ისტორია, როდის დაარსდა ის, ვის დაებადა ეს იდეა?

tengiz-maisuraze.jpg- დავიწყებ იმით, რომ ჩემი წინაპრების რამდენიმე თაობა ფარმაცევტულ საქმიანობას მისდევდა. ჩემი პაპის პაპა სიმონ მაისურაძე ახალციხეში მოქმედ კათოლიკე მისიონერთა აფთიაქში მსახურობდა. მისმა შვილმა, იოანე მაისურაძემ, 1865 წელს დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაციის განყოფილება და პროვიზორის დიპლომი მიიღო.

ამრიგად, იგი გახლდათ პირველი ქართველი უმაღლესდამთავრებული ფარმაცევტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იოანემ მუშაობა დაიწყო თბილისში, პროვიზორ შმიდტის აფთიაქში, რომელიც სოლოლაკში, ყოფილ კიროვის ქუჩაზე მდებარეობდა. სწორედ შმიდტის რეკომენდაციით და თავისი დიპლომის წარდგენით მოიპოვა იოანე მაისურაძემ 1865 წელს ახალციხეში აფთიაქის გახსნის უფლება. მოგვიანებით მანვე დააარსა სააფთიაქო განყოფილება დაბა აბასთუმანში.

1867 წელს ცოდნის გასაღრმავებლად ის საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში გაემგზავრა, მაგრამ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ერთ წელიწადში დაბრუნდა საქართველოში და სიცოცხლის ბოლომდე აქ მოღვაწეობდა. წლების მანძილზე თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“, იყო რამდენიმე მოთხრობის ავტორი.

1864 წელს საკუთარი თანხებით გამოსცა ლოცვათა კრებული ქართულ ენაზე. 1878 წელს მანვე აამუშავა ახალციხეში პირველი ლიმონათის ქარხანა, გააშენა ხილის ულამაზესი ბაღები, რომლებსაც ხალხმა „ფანტაზია“ უწოდა. ამ ქარხნის პროდუქციამ 1902 და 1913 წლებში, საერთაშორისო გამოფენებზე, ოქროს მედლები დაიმსახურა. ახალციხის ლიმონათის ქარხანას ჰქონდა ფილიალები თბილისსა და ქუთაისშიც.

იოანე მაისურაძე გარდაიცვალა 1886 წელს, დაკრძალულია ქალაქ ახალციხეში. იოანეს მემკვიდრეებიდან ანტონმა და იოსებმაც მიიღეს უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ხარკოვის უნივერსიტეტში. ანტონი ჯერ ახალციხის აფთიაქის, შემდგომ თელავის საქალაქო აფთიაქის მმართველად მსახურობდა, ხოლო იოსები, ბაბუაჩემი, იყო ახალციხის აფთიაქის მეპატრონე და მმართველი საქართველოს გასაბჭოებამდე. სხვათა შორის, იგი გახლდათ სამხრეთ საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელიც. ასევე ფარმაცევტულ საქმიანობას ეწეოდნენ მამაჩემი იოანე მაისურაძე - დმანისის, ახალციხის, ბოლნისის და ოჩამჩირის აფთიაქის მმართველი და მამიდა ანტონინა, თბილისის წმინდა მიხეილის საავადმყოფოს აფთიაქის თანამშრომელი, რომელიც 1951 წელს ლენინის ორდენით დააჯილდოეს. ამჟამად ფარმაცევტულ საქმიანობას ვეწევით მე და ჩემი ქალიშვილი, მანანა მაისურაძე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უმაღლესი კატეგორიის ფარმაცევტი, მაგისტრი.

  • ახლა მწვანე აფთიაქის ისტორია გვიამბეთ...

- 1988 წელს მოსკოვში მივლინებით ყოფნის დროს გორკის ქუჩაზე, სამკურნალო მცენარეთა აფთიაქში მოვხვდი. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, ანალოგიური აფთიაქი თბილისშიც გამეხსნა, რაც მოვახერხე კიდეც 1989 წელს. საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა დავამყარე თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებთან, სამკურნალო მცენარეების საკავშირო ინსტიტუტის ქობულეთის ბაზასთან, ყირიმის საკავშირო გამაჯანსაღებელ ცენტრთან. ყირიმის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ალ. პუიდამ, გამიზიარა სამკურნალო მცენარეთა ზოგიერთი ნაკრების საიდუმლოება, რაც მე შემდეგში საკმაოდ წარმატებულად გამოვიყენე.

  • იქნებ უფრო ვრცლად მოგვითხროთ ამ ნაკრებების შესახებ...

- გვაქვს ნაღველმდენი, დამაწყნარებელი, ხველისა და შეკრულობის საწინააღმდეგო, წნევის დამწევი, თირკმლის გამწმენდი, შარდმდენი, დიაბეტის სამკურნალო, კუჭის მაღალი და დაბალი მჟავიანობის დროს გამოსაყენებელი ნაკრებები. 18 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით ნაღველმდენი ნაკრები იყიდებოდა. 4-5 წელია, მას დიაბეტის სამკურნალო ნაკრებმა გაუსწრო. სამწუხაროა, მაგრამ ბოლო დროს ამ უკანასკნელზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა. ამჟამად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხველების საწინააღმდეგო ნაკრებიც.

  • ინდივიდუალურად რომელ მცენარეებზეა დიდი მოთხოვნა?

- ჩვენს აფთიაქში 200-ზე მეტი დასახელების მცენარე და მცენარეული ზეთი იყიდება. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა სააფთიაქო ანუ სამკურნალო გვირილაზე. მოგეხსენებათ, საქართველოში უამრავი სახეობის გვირილა ხარობს. სამწუხაროდ, არიან უწესო ადამიანები, რომლებიც არასამკურნალო დანიშნულების ანუ ტოქსიკურ მცენარეს ყიდიან და ამით სარგებელს იღებენ. ველურად მოზარდი გვირილის გამოყენება მხოლოდ თმაზე გადასავლებად შეიძლება. სხვა დანიშნულებით, მაგალითად, ჩვილი ბავშვის აბაზანებისთვის, დასალევად, მისი გამოყენება დაუშვებელია.

დიდი მოთხოვნაა აგრეთვე კატაბალახაზე, შავბალახაზე, კუნელზე, მუხის ქერქზე, კრაზანაზე, არყის კვირტებზე, ასკილზე, ბარამბოზე, გულყვითელაზე, დათვისყურაზე, იმავე დათვის კენკრაზე, ევკალიპტზე, ენდროზე (რომელიც მარტო კვერცხების შესაღები კი არა, არამედ სამკურნალო საშუალებაცაა), თავშავაზე, თირკმლის ჩაიზე, მრავალძარღვაზე, ნეგოზე (საოცარი ნეგო ხარობს მესხეთსა და აჭარაში), პიტნაზე, ჟოლოზე, სალბზე (კახეთში გვაქვს მისი პლანტაცია), ღვიაზე და სხვა.


  • ყოფილა შემთხვევა, როცა ისეთი მცენარე უთხოვიათ, რომელიც არ გქონიათ?

- რა თქმა უნდა, ყოფილა და მიშოვია კიდეც, სხვა ქვეყნიდანაც კი ჩამომიტანია.

- მახსოვს, პოლ-პალას სამკურნალო თვისებებზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში ზარები არ წყდებოდა. დაინტერესებული მკითხველი ჩიოდა, რომ ამ ბალახს საქართველოში ვერ შოულობდა. მე თვითონ ეს მცენარე უკრაინაში შევიძინე.

მკითხველთა გასახარად მოგახსენებთ, რომ პოლ-პალა ჩვენს აფთიაქში იყიდება. ის საქართველოშიც ხარობს. მაგალითად, ქობულეთში თირკმლის ჩაისა და პოლ-პალას საოცარი ბაზა იყო. თავის დროზე მთელი საბჭოთა კავშირი ჩვენს პოლ-პალას იღებდა. სამწუხაროა, რომ ეს ბაზა ვერ შევინარჩუნეთ.

  • სხვა ქვეყნებში თუ აგზავნით საქართველოში დაკრეფილ მცენარეებს?

- ჩვენ არ ვაგზავნით, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩვენი ხშირი კლიენტები არიან და ყოველთვის კმაყოფილნი რჩებიან აქ შეძენილი პროდუქციის ხარისხით. მათი მადლიერების შედეგია, რომ 2006 წელს ერთ-ერთმა პრესტიჟულმა ხარისხის საერთაშორისო ორგანიზაციამ პარიზში ოქროს მედლით დამაჯილდოვა. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და ყოველივე ეს ჩემი თანამშრომლების კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომის შედეგია. ჩვენ რეკლამა არ გვჭირდება. ჩვენი პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხისაა. მადლიერი მომხმარებელი - აი, ეს არის ჩვენი რეკლამა.

  • ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის პროდუქციააო, ბრძანებთ. გაგვანდეთ, საიდან იღებთ მცენარეებს, როგორ ამოწმებთ მათ ხარისხს.

- მე წლების განმავლობაში ჩემი დამამზადებლების ერთგვარი სელექცია მოვახდინე. ადამიანი, ვისაც ამა თუ იმ მცენარის მოვლა-გამრავლებას ვუკვეთავ, სუფთა და პატიოსანი უნდა იყოს. ბაღი თუ პლანტაცია, სადაც ნედლეული მოჰყავთ, სამანქანო გზიდან 500 მეტრით უნდა იყოს დაშორებული, რათა იქ გაზრდილი მცენარე ეკოლოგიურად სუფთა გამოვიდეს. ჩემს დამამზადებლებს გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა სპეციალური სწავლება ჩაუტარეს და დიდ ცოდნასა და საინტერესო ნიუანსებთან ერთად ვერცხლის მაკრატლებიც გადასცეს, რადგან სამკურნალო მცენარეები ვერცხლის მაკრატლით უნდა მოიჭრას. მაგრამ რად გინდა - ეს მაკრატლები აღარავის შემორჩა. ზოგს მოჰპარეს, ზოგმა კი თავად გაყიდა (იღიმება).

მცენარეთა ნაწილს რუსეთიდან და უკრაინიდან ვიღებთ. მათ ხარისხის სერტიფიკატებიც მოჰყვება. რაც შეეხება ადგილობრივ მცენარეებს, მათ მიღებისთანავე ამოწმებენ ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები, შემდეგ ხდება მათი დამუშავება, გადარჩევა და მინარევებისგან გასუფთავება.

  • მცენარეებით მკურნალობის შესახებ თქვენი აზრი გასაგებია. როგორია თქვენი დამოკიდებულება ქიმიური მედიკამენტებისადმი?

- არის დაავადებები, როდესაც ქიმიური წამლების მიღება გარდაუვალია. ბუნებრივია, ქიმიურ მედიკამენტებს თავიანთი ღირსებები აქვთ. მცენარეებით მკურნალობა და, რაც მთავარია, პროფილაქტიკა კი სულ სხვაა. ის დიდხანს და რეგულარულად უნდა ტარდებოდეს. მაგალითად, ნაღვლის ბუშტის გამწმენდი ნაყენი პერიოდულად ჯანმრთელმა ადამიანმაც უნდა მიიღოს, სანამ ბუშტი ქვიშითა და კენჭებით აევსება.

მე ხშირად მიწევს უცხოეთში კონფერენციებში მონაწილეობა და მინდა გითხრათ, რომ დღეს ევროპის ქვეყნების უმეტესობა მცენარეებით მკურნალობაზეა გადასული, ქიმიურ წამლებს პრაქტიკულად სამკურნალო მცენარეები ჩაენაცვლა.

  • დასასრულ, რას ურჩევთ მკითხველს?

- ჯანმრთელობას იმთავითვე მიხედონ, ყოველ წელს ჩაიტარონ თირკმელების, მუცლის ღრუსა და სხვა ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევა, რათა დროულად გამოავლინონ არსებული პრობლემა. მანამდე მიხედონ დაავადებას, ვიდრე გაურთულდებათ. მესმის, რომ ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ უმჯობესია მოიკლონ ჩაცმა-დახურვა, სასმელი, დროსტარება და ჯანმრთელობის აღდგენაზე იზრუნონ, რადგან მასზე ძვირფასი არაფერია.

ვურჩევ, არ დაივიწყონ ჩვენი ტრადიციული მედიცინა, არ დაიზარონ და ჩაიტარონ სამკურნალო თუ პროფილაქტიკური კურსები მცენარეებით, რომლებიც, მადლობა ღმერთს, საქართველოში უხვად მოგვეპოვება. ძალიან სასარგებლოა იმუნიტეტის ასამაღლებლად ექინაცეის ჩაი, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს. ჩვენს აფთიაქში იყიდება „ჯანმრთელობის ელექსირი“ - ტიბეტური ნაკრები, რომელიც 3-5 წელიწადში ერთხელ უნდა მიიღოს ადამიანმა. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, გულის მუშაობას, საფუძვლიანად წმენდს ორგანიზმს მარილებისა და წიდისგან. ნაკრების ღირებულება 13 ლარია. დამეთანხმებით, ეს არცთუ ისე დიდი თანხაა. ყველას ვურჩევ, დაანებონ თავი სიგარეტს, მისდიონ სპორტს და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღ წესს. გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და სჯეროდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

P.S. ინტერვიუს დასასრულს, ჟურნალისტური ინტერესით, აფთიაქის ჩანაწერების წიგნის გადახედვა მქონდა ჩაფიქრებული. მის შესახებ კითხვის დასმა არც კი დამჭირდა - ბატონმა თენგიზმა, რომელიც წინაპართა და საკუთარი აფთიაქის ისტორიის ერთგული მემატიანეა, თვითონვე დამათვალიერებინა ის. საამაყოა და ეამაყება კიდეც დირექტორს მადლიერების ნიშნად დატოვებული ჩანაწერები, მით უფრო, რომ მრავალ მათგანს ხელს ჩვენი საზოგადოების გამორჩეული და ღვაწლმოსილი წევრები აწერენ - ვახუშტი კოტეტიშვილი, თემურ წიკლაური, მაია ჩიბურდანიძე... თურმე ქალბატონი სოფიკო ჭიაურელიც ხშირად სარგებლობდა მწვანე აფთიაქით, ჩემთვისაც დატოვე ადგილი ჩანაწერების წიგნშიო, ეუბნებოდა ბატონ თენგიზს. მძიმე ავადმყოფობის გამო ჩანაწერის დატოვება ვერ მოახერხა, თუმცა მისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილი დღეს ასევე ისტორიაა.