შტოშისა და უნაბის სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შტოშისა და უნაბის სასარგებლო თვისებები

შტოშის ნაყოფის შემადგენლობაში შედის რკინა, იოდი, კალიუმი, კალციუმი, მანგანუმი, ვერცხლი, ფოსფორი და სხვა მინერალური ნივთიერებები. ის მდიდარია B1, B2, ჩ, K, PP ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. მას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ავიტამინოზების, სურავანდის სამკურნალოდ, რუსეთში კი ის ძველთაგანვე ახალგაზრდობის მომნიჭებელ ნაყოფად იყო მიჩნეული. შტოშის წვენი და მორსი (იგივე წოწოქურა) აფერხებს ბაქტერიებისა და მიკრობების განვითარება-გამრავლებას. ხილისა და კენკრის ყველა სახეობიდან შტოში ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ფენოლს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს. ამ ნაყოფის წვენში ხორციც კი ინახება. შტოშის წვენით ჩამობანილი ჭრილობები მყისიერად ხორცდება. შტოშისაგან მზადდება რადიაქტიური დასხივების ნეგატიური შედეგების გამანეიტრალებელი პრეპარატები. ის სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემებისთვის, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და იცავს საშარდე სისტემას ინფექციისა და კენჭოვანი დაავადების განვითარებისგან. დამტკიცებულია, რომ შტოშის ნაყოფი და წვენი აბალანსებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის თრომბების წარმოშობას. მცენარის ნაყოფში შემავალი რამდენიმე მჟავას წყალობით გულის მკვებავი სისხლძარღვები ფართოვდება. შტოში ასტიმულირებს პანკრეასის ფუნქციას, ამიტომ მისი ნაყოფი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. შტოში ხელს უშლის გლაუკომის განვითარებას. მისი წვენი აცხრობს ღრძილების ანთებას. ეფექტიანია პაროდონტოზის მკურნალობის დროს - შტოშის ნაყოფი ენით უნდა მიისრისოთ ღრძილებზე და ენითვე შეიზილოთ. შტოშის წყალობით კარიესის გამომწვევი ბაქტერიები ფეხს ვერ იკიდებენ კბილების ზედაპირზე - საკმარისია, ყოველი ჭამის შემდეგ რამდენიმე ცალი დაღეჭოთ ან მისი წვენი პირის ღრუში გამოივლოთ. როგორც წვენი, ასევე მორსიც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და მძიმე მეტალებს. შტოშის წვენი, წოწოქურა და ნაყენი აუმჯობესებს გონებრივ და ფიზიკურ აქტივობას. ისინი საუკეთესო მატონიზებელი საშუალებებია, რომლებსაც ვერავითარი "ენერგეტიკული სასმელი" ვერ შეედრება. შტოში სასარგებლოა სისხლძარღვთა სპაზმებისა და ჰიპერტონიის დროს. თაფლში არეული გასრესილი ნაყოფი რეკომენდებულია ათეროსკლეოზის სამკურნალოდ. ტუბერკულოზის დროს კი თაფლთან ერთად გასრესილ ნაყოფს მცენარეულ ზეთსაც ურევენ.

უნაბი

უნაბი, იგივე ანაპი, ზიზიფუსი, ჩინური ფინიკი, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში გავრცელებული მცენარეა. ველურად იზრდება ხმელთაშუაზღვისპირა და აღმოსავლეთის ქვეყნებში - ირანში, ინდოეთში, მონგოლეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. გვხვდება აგრეთვე კავკასიასა და შუა აზიაში. ჩინეთში უნაბის 400-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. კულტურული ფორმების ნაყოფი, ჩვეულებრივ, ოვალურია, მსხვილი, საშუალო ან მცირე ზომის, 2-3 სმ-დან 5 სმ-მდე სიგრძისა. მე-19 საუკუნის ბოლომდე უნაბის ნაყოფის ნახარშს, "გულმკერდის ჩაის" სახელწოდებით ცნობილს, იყენებდნენ როგორც დამარბილებელ საშუალებას ყელის ტკივილისა და კატარით მიმდინარე დაავადებათა დროს. უნაბი გამოიყენება როგორც ცოცხალი (უმი), ასევე გამომშრალი (დაჩირებული) სახით. უშუალოდ ხეზე გამომშრალი (დაჩირებული) ნაყოფი დიდხანს ინახება და მეტად სასარგებლოა. უნაბი შეიცავს 9,8-40,5% ნახშირწყლებს, 1,74% ორგანულ მჟავებს (ქარვისა და ვაშლის მჟავებს), C ვიტამინს - 880 მგ/%-ს. C ვიტამინის შემცველობით უნაბი ასკილსა და ნიგოზს უახლოვდება. გარდა ამისა, შეიცავს B და K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს და სხვა. რეკომენდებულია ჰიპოვიტამინოზების, მათ შორის - სურავანდის სამკურნალოდ. გამომშრალი უნაბი კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში (მსხვილი ნაყოფი სასურველია 3-4 ნაწილად გაიყოს), დაასხით მდუღარე წყალი (1 კგ-ზე - 2 ლიტრი), მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, შეფუთეთ და 8-12 საათით გააჩერეთ სითბოში. შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი გადაღვარეთ, ნაყოფს კი ხელმეორედ დაასხით მდუღარე წყალი, 10-12 საათი გააჩერეთ და ისევ გადაწურეთ. ნაყოფი და ნაყენი ცალ-ცალკე მიირთვით. ერთ ჯერზე დალიეთ ერთი ჭიქა. კარგია ჰიპერტონიის დროს.