უნაბი
გვარში დაახლოებით 40 სახეობაა. გავრცელებულია აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. ნაყოფი კურკიანაა, რბილობი – სქელი, ღია მწვანე ან თეთრი.
უნაბი ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეა ჯანმრთელობისათვის, ის სამხრეთ აზიიდან იღებს სათავეს და სამხრეთსა და ცენტრალურ ჩინეთშია ყველაზე მეტად გავრცელებული. მას 1000 წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში მცენარის 400-ამდე ჯიში ჩამოყალიბდა. უნაბს სიცოცხლის ხესაც უწოდებენ, ის აქტიურად გამოიყენება ჩინურ მედიცინაში.
უნაბი საქართველოში გავრცელებულ ხეხილოვან კულტურებს შორისაც ერთ-ერთი უძველესია. ეს საუკეთესო ხილი არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, ფილტვების დაავადებების, ტუბერკულოზის, ასთმის, კატარული ხველისა და ჰიპერტონიის დროსაც.
ნაყოფის მშრალ რბილობში არის 40%-მდე ნახშირწყლები, 5%-მეტი პროტეინი, 1,5% ქარვისა და ვაშლის მჟავები, 5,8%-მდე – პექტინოვანი ნივთიერება, 2%-ზე მეტი ფისები, 1,2% მთრიმლავი ნივთიერებები. ნაყოფები ძალიან მდიდარია ვიტამინებით (ჩ 1100 მგ.%-მდე, P 100 მგ.%-მდე). ფოთლები აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას.
უნაბს იყენებენ ნედლად, კომპოტის, პასტილისა და მურაბის დასამზადებლად, მომჭნარი, გამხმარი და კონსერვირებული სახით, იყენებენ საკონდიტრო ნაწარმებსა და სასმელებში. უძველესი დროიდან გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც მსუბუქი სასაქმებელი, ამოსახველებელი, მატონიზებელი და შარდმდენი საშუალება. ფოთლებს გააჩნია მაანესთეზირებელი თვისებები (მათი დაღეჭვისას იკარგება სიტკბოს, სიმწარის და ა.შ. შეგრძნება). გამოიყენება აგრეთვე ვიტამინური ჩაის დასამზადებლად.
უნაბი სეზონურ ხილს შორის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ვიტამინებით მდიდარი ხილია. მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმსა და მის ფუნქციონირებაზე.
უნაბი უნიკალური საშუალებაა:
- წონის კლებისთვის – ის აჩქარებს წონის კლების პროცესს;
- კარგია კუჭ-ნაწლავის დაავადებებისთვის;
- არაჩვეულებრივი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
- აწყნარებს ნერვულ სისტემას, კარგია ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების დროს;
- ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, განაპირობებს სისხლის ნორმალურ დინებას;
- კარგია კბილებისა და ძვლებისთვის;
- არაჩვეულებრივი საშუალებაა სახის კანის მოვლისთვის;
- ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს, კარგია სიმსივნის პრევენციისთვის;
- აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები.
-
სასარგებლო თვისებები
უნაბის თესლს – კურკას, აქვს სედაციური მოქმედება, არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. 100 გრამ კურკას ასხამენ ნახევარ ლიტრ წყალს, ადუღებენ 10 წუთს, უმატებენ 100 გრამ სპირტს და აჩერებენ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ წურავენ და სვამენ 3-ჯერ დღეში 1 სადილის კოვზით ნევრასთენიის, უძილობისა და ტაქიკარდიის დროს.
ქერქს, საზოგადოდ, ორგანიზმის მოსაძლიერებელი თვისება აქვს და შემკვრელიცაა. 10 გრამ ქერქს აქუცმაცებენ, ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, კიდევ 10 წუთს ადუღებენ, წურავენ და იღებენ 2 სადილის კოვზს ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ფოთოლს ჰიპოტენზიური და ხველის საწინააღმდეგო უნარი აქვს, არეგულირებს გულის რითმს. მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ მდუღარეს, აყენებენ 1 საათის განმავლობაში, იღებენ 2 სადილის კოვზს 3-ჯერ დღეში.
ნაყოფი შველის ქრონიკულ შეკრულობას, ჰიპერტონიას. 20 გამომშრალ ან ცოცხალ ნაყოფს ჭამენ 3-ჯერ დღეში 3 თვის განმავლობაში. მისი ნახარში კი უხდება ანემიას, მშრალ ხველას, ფაღარათს, თავბრუს.
* 10 გამომშრალ ნაყოფს ასხამენ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს და 20 წუთის ხარშვის შემდეგ აცივებენ 1 საათის განმავლობაში, წურავენ და სვამენ 100 მილილიტრს 3-ჯერ დღეში.
ის აახალგაზრდავებს უჯრედებს და ასუფთავებს ორგანიზმს ქოლესტერინის, ტოქსინებისა და შლაკებისგან, გამოაქვს მძიმე ლითონები და ზედმეტი წყალი, არეგულირებს ნაღვლის დენას, აძლიერებს ღვიძლის მუშაობას, ზრდის მეძუძური დედების რძის ოდენობასა და ხარისხს.
* უნაბის ნაყოფს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, მის ფოთოლს კი – მცირე ანესთეზიის უნარიც. მას ღეჭავენ კბილის ტკივილის დროს, იყენებენ სტომატიტის დროსაც. ფოთლის დაღეჭვის მერე, გარკვეული დროით იკარგება ტკბილისა და მწარის შეგრძნების უნარი, მარილიანისა და მჟავისა კი რჩება.
* უნაბს ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისების გამო იყენებენ შარდსასქესო ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ.
* სასარგებლოა ნაყოფი და მისი ნახარში ბრონქიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის და ყივანახველის დროს.
* ნაყოფი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ამოსახველებელ, მატონიზებელ, საფაღარათო და შარდმდენ საშუალებად.
ამჟამად მეცნიერულ მედიცინასაც მოეპოვება კლინიკური ცდებით დადასტურებული მონაცემები იმის შესახებ, რომ უნაბის ნაყოფს ჰიპოტენზიური და შარდმდენი თვისება გააჩნია.
ცალკეული ექიმი-მკვლევარები წარმატებით მკურნალობენ ჰიპერტონიით შეპყრობილ ავადმყოფებს. ხშირ შემთხვევებში სისხლის წნევა მნიშვნელოვნად და მყარად შეუმცირდა ბევრ ავადმყოფს უნაბის ნაყოფით ჩატარებული სპეციფიკური მკურნალობის შედეგად.
* უნაბის ფოთლები 10-20 მგ პროცენტამდე C ვიტამინს შეიცავს და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებიც გააჩნია.
* ფოთლის კარგად დაღეჭვის შემთხვევაში, ადამიანი დროებით ჰკარგავს მწარე და ტკბილი გემოს შეგრძნების უნარს.
ქერქი ტყავის გასათრიმლად და შესაღებად, ხოლო მკვრივი, მოწითალო გულიანი მერქანი წვრილი სახარატო ნაკეთობისათვის გამოიყენება.
ნაყოფი 40 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 5 პროცენტზე მეტ პროტეინს, 1,5 პროცენტზე მეტ ქარვისა და ვაშლის მჟავებს, 2,5 პროცენტამდე პექტინოვან ნივთიერებას, 2 პროცენტზე მეტ ფისებს, 1,2 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს.
საკმაოდ მდიდარია C ვიტამინით (880 მგ პროცენტამდე). იჭმევა როგორც უმი, ისე დამჭკნარი, გამომშრალი და დაკონსერვებული.
-
რეგულარულად მიღება
უნაბი, ზიზიფუსი, სიცოცხლის ხე, ჩინური ფინიკი (თუმცა, ნამდვილ ფინიკთან საერთო არაფერი აქვს) – როგორ აღარ ეძახიან ამ მცენარეს, რომელიც ჩინური მედიცინის 12 გამორჩეულად სასარგებლო მცენარეს შორის მეხუთე ადგილზეა. იაპონელები და ჩინელები ირწმუნებიან, რომ უნაბის რეგულარულად ჩართვა მენიუში სიცოცხლეს, სულ მცირე, 20 წლით მაინც ახანგრძლივებს.
აღმოსავლური მედიცინა ფართოდ იყენებს უნაბის სასარგებლო თვისებებს. საგულისხმოა, რომ მწიფე ნაყოფი კუჭის შეკრულობისას გამოიყენება, მკვახე კი, პირიქით – დიარეისას. უჯრედისით მდიდარი უნაბი წონის კლებასაც უწყობს ხელს და შარდმდენი თვისებითაც გამოირჩევა.
-
რას მოგიტანთ უნაბის მიღება?
ნერვები დაგიწყნარდებათ, კანი და სისხლის შემადგენლობა გაგიუმჯობესდებათ, იმუნიტეტი და გული გაგიძლიერდებათ, ჰემოგლობინის დონე აგეწევათ, არტერიული წნევა დაგეწევათ, სისხლძარღვები გაგიმტკიცდებათ, თირკმელები და ღვიძლი გაგეწმინდებათ, ლიბიდო აგიმაღლდებათ, ძვლები გაგიმაგრდებათ, თქვენი ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლდება... ეს არასრული სიაა იმ სიკეთისა, რომლის მოტანაც ამ მცენარეს შეუძლია.
უნაბი შვებას ჰგვრის ორგანიზმს ძლიერი სტრესის, დეპრესიის, შფოთვისა და უძილობის დროს. გამხმარი ნაყოფის ნახარშით მკურნალობენ ანგინას, ბრონქიტს, მშრალ ხველას, პირის ღრუს ანთებით პროცესებს, შარდის ბუშტის დაავადებებს. გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნის პროფილაქტიკისთვის.
* ჰიპერტონიისას უნაბის 20 ცალ ნაყოფს დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ იღებენ.
* ნაბახუსევზე და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციისას შთამბეჭდავ შედეგს იძლევა უნაბის კომპოტი: დაახლოებით 50 ცალი ნაყოფი ხის წვრილი ჩხირით გახვრიტეთ, დაასხით 2 ლ. მდუღარე წყალი და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით. მიიღეთ შეგრილებული.
ყურადღება:
ორსულობისას, ლაქტაციის პერიოდში, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში უნაბის მიღება არ არის სასურველი. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ პირებმა, რომლებსაც დაბალი არტერიული წნევა აქვთ – უნაბი ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო დაბლა სწევს.
უნაბისგან ჩაის, სიროფის, კომპოტის, მურაბის დამზადებაც შეიძლება. სხვათა შორის, ცოცხალი ნაყოფი მაცივარში, ხილისთვის განკუთვნილ განყოფილებაში თითქმის მთელი თვე ინახება.
მართალია, უნაბს მკვეთრად გამოხატული გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს, მაგრამ დღეში მისაღები დოზა საშუალოდ მაინც დაახლოებით 150 გრამია.
* უნაბის მურაბა
უნაბის ნაყოფისგან უგემრიელეს მურაბას ამზადებენ. გთავაზობთ ამ მშვენიერი ნუგბარის რეცეპტს.
შემადგენლობა:
500 გრამი უნაბი; 450 გრამი შაქარი; 150 გრამი თხილი; 2 ჩხირი დარიჩინი; 3 ანისის ვარსკვლავი; 10 მარცვალი მიხაკი.
მომზადების წესი:
მოამზადეთ შაქრის ვაჟინი: 450 გრამ შაქარს დაუმატეთ 300 მლ წყალი და დადგით ცეცხლზე ასადუღებლად. ვაჟინში ჩაყარეთ დარიჩინის ჩხირი, ანისის ვარსკვლავი, მიხაკი და გარეცხილი უნაბი. ადუღებისას წარმოქმნილი თეთრი ქაფი მოხადეთ ქაფქირით ან კოვზით. ადუღეთ 40 წუთი. ბოლოს დაუმატეთ მოხალული კანგაცლილი თხილი და გადაიტანეთ ქილებში.