ოლეანდრი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოლეანდრი

მისი მარადმწვანე გრძელი ფოთლები და ულამაზესი ყვავილები მართლაც საოცარი სანახავია. ის ჩვენს დედაქალაქშიც ხარობს. განსაკუთრებით კი სუბტროპიკული ჰავა მოსწონს, ამიტომაც ძალიან "უყვარს" დასავლეთ საქართველო. თუმცა, მის მოშენებას კახეთშიც ახერხებენ და ქართლშიც. ცოტამ თუ იცის, რომ მიუხედავად თავისი შეუდარებელი სილამაზისა, ეს მცენარე მეტად საშიში და შხამიანია.

ოლეანდრი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 2 მეტრამდე, ზოგჯერ კი სამ მეტრამდეც იზრდება. მას თეთრი, მოცისფრო, ვარდისფერი და ბორდოსფერი ყვავილები აქვს. დიდხანს ყვავის და განსაკუთრებით ლამაზი სწორედ ყვავილობის პერიოდშია. ოლეანდერს ხშირად, როგორც ქოთნის მცენარეს, ისე ახარებენ. მისი ყვავილობა ზამთრამდეც გრძელდება ხოლმე, და წარმოიდგინეთ, როგორი სანახავია თეთრ თოვლზე წითლად აელვარებული მცენარე. XVII საუკუნეში ამ მცენარით სა­ხლებს ამშვენებდნენ.

ოლენდრი შეიცავს მეტად საშიშ შხამს ოლეანინს. მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისთვის, იქნება ეს გადარგვა, მორწყვა, ფოთლების მოშორება თუ სხვა, სპეციალური ხელთათმანები გამოიყენეთ. ფოთლის მტვერიც კი მეტად საშიშია, განსაკუთრებით კი მას ბავშვები მოარიდეთ, აჯობებს, საერთოდ არ მიაკაროთ ისინი მცენარეს. თუ მაინც შეეხებიან, საგულდაგულოდ დაბანეთ ხელები. ყველაზე საფრთხილო მისი წვენი და თესლები გახლავთ.

  • მოწამვლის ნიშნები

მცენარე განსაკუთრებით საშიში მაშინ ხდება, თუ ვინმე მის ღუმელში დაწვას, ანუ შეშად გამოყენებას გადაწყვეტს ან მისი ფოთლების ნაყენს მიირთმევს. რამდენიმე საათის შემდეგ მუცლის არეში საშინელი, მჩხვლეტავი ტკივილი იწყება, ამას მოჰყვება პირღებინება, სისხლიანი დიარეა, ტაქიკარდია, მხედველობა არაერთგვაროვანია, ზოგჯერ აღინიშნება ჰალუცინაციებიც. მოგვიანებით პულსი სუსტდება, მისი ფეთქვა ძლივსღა ისმის, სუნთქვაც მისუსტებულია, არტერიული წნევა ეცემა, საბოლოოდ კი ყველაფერი ლეტალურად სრულდება.

თუ ოლეანდრი რაღაცნაირად ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, იწყება გულ-სისხლძარღვთა ფუნქციის მოშლა. თუ მის გასხვლას გადაწყვეტთ, ყლორტებიდან გამოჟონილ წვენს ნუ შეეხებით, სწორედ ამიტომაა ხელთათმანის გამოყენება აუცილებელი, შესაძლებელია, ხელი გაკაწრული გქონდეთ და წვენმა შემთხვევით შიგნით შეაღწიოს.

ოლეანდრს მედიცინაშიც იყენებენ და გულ-­სისხლძარღვთა დაავადებებისთვის განკუთვნილ პრეპარატებს (საგულე გლიკოზიდებს) ამზადებენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ოლეანდრი მსოფლიოს შხამიანი მცენარეების ათეულში შედის.