ფიზალისი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიზალისი

მისი კულტურული ჯიშების სამშობლო კი სამხრეთი ამერიკაა. ჰოდა, თუ ექსპერიმენტები გიზიდავთ, ცდას არაფერი უდგას წინ, ოქროსფერი კენკრა ძალიან გაალამაზებს თქვენს ბაღსა თუ აივანს.

წარმოშობა

ფიზალისი მცენარეთა გვარია, რომელიც რამდენიმე სახეობას აერთიანებს (Physalis philadelphica, Physalis minima...). ჩვენ ერთ მათგანს – ანდების კენკრას, იმავე პერუულ ფიზალისს (Physalis peruviana) გაგაცნობთ. ის ანდების რეგიონში – პერუსა და ჩილეში მოჰყავთ. სამხრეთი ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში ევროპელებმა პერუული ფიზალისი სამხრეთ აფრიკაში წაიღეს და კეთილი იმედის კონცხზე მოაშენეს, ამიტომ მას კეთილი იმედის კონცხის კენკრასაც (Cape gooseberry) უწოდებენ.

დღეს ფიზალისის სახელით ცნობილი ეგზოტიკური ხილი ამერიკის სამხრეთ რეგიონებში, ინდოეთში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში და გერმანიაშიც კი მოჰყავთ. თუ შესაბამის პირობებს შევუქმნით, თავისუფლად შეიძლება, სამხრეთამერიკულმა კენკრამ ჩვენს გეოგრაფიულ სარტყელშიც იხაროს და ნაყოფიც მოგვცეს.

აღწერილობა

ფიზალისი მრავალწლოვანი მცენარეა, თუმცა, ჩვენს გეოგრაფიულ სარტყელში ის მხოლოდ ერთი წლით მოჰყავთ. ფიზალისი ერთიდან ორ მეტრამდე სიმაღლისა იზრდება. აქვს გულის ფორმის ხავერდოვანი, ბუსუსებით დაფარული ფოთლები და მოყვითალო-მომწვანო, შავლაქებიანი ყვავილები, რომელთა შუაგულშიც პატარა, მწვანე „ლამპიონები“ ჩნდება. ეს ლამპიონები თანდათან იზრდება და ჯერ ფორთოხლისფრად, ბოლოს კი მოყავისფროდ იფერება. სწორედ მათშია დამალული ფიზალისის ნაყოფი – ოქროსფერი კენკრა, რომელიც ძალიან ჰგავს პომიდორ ჩერის.

ფიზალისი ძაღლყურძენასებრთა ოჯახს ეკუთვნის და მისი ფესვებიც, ამ ოჯახის სხვა მცენარეების მსგავსად, მომწამვლელ ნივთიერებებს – ალკალოიდებს (აზოტოვან ორგანულ ნაერთებს) შეიცავს. მოტკბო-მომჟავო გემოთი ფიზალისი ხურტკმელს (Ribes uva-crispa) წააგავს. ოდესღაც ის მეზღვაურების საყვარელი საკვები იყო – C ვიტამინით გაჯერებული კენკრა მათ სურავანდისგან იცავდა.

ნუტრიენტები

ფიზალისს ხშირად დეკორატიული დანიშნულებითაც იყენებენ – დესერტების, ტორტების, კოქტეილების მოსართავად, თუმცა, მას გაცილებით მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ფიზალისი C ვიტამინისა და ბეტა კაროტინის მნიშვნელოვანი წყაროა. შეიცავს B ჯგუფის (B1, B2, B6) ვიტამინებს. მდიდარია რკინით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, უჯრედისით და უჯრედის დამცავი ანტიოქსიდანტებით. უხვად შეიცავს პროტეინებს, – უფრო მეტსაც კი, ვიდრე გოჯის კენკრა. ძვირფასი შემადგენლობის გამო წინათ მას სამკურნალოდაც იყენებდნენ. მაგალითად, აცტეკები ფიზალისით კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, საშარდე გზების დაავადებებს, მაღალ წნევას მკურნალობდნენ.

რას უხდება:

  • აძლიერებს იმუნიტეტს.
  • ინფექციებისგან იცავს ორგანიზმს.
  • აუმჯობესებს მხედველობას.
  • ამსუბუქებს დიაბეტის მავნე გავლენას ორგანიზმზე.
  • ააქტიურებს უჯრედების ზრდას.
  • ზრუნავს ნერვული სისტემის სიჯანსაღეზე.
  • აძლიერებს კუნთოვან ქსოვილს.
  • ხელს უწყო

ბს თმის, კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღის შენარჩუნებას.

ფიზალისის ნაყოფში შემავალი პექტინები არეგულირებს სისხლში ცუდი ქოლესტეროლის დონეს.

სამზარეულოში

ორგანიზმმა ფიზალისის ნაყოფში შემავალი ყველა ნუტრიენტი რომ აითვისოს, ის ნედლი უნდა მიიღოთ. მაგალითად, დაამატოთ ხილის სალათას, დესერტს, სმუზს. მისი მომჟავო-მოტკბო გემო ძალიან უხდება ზოგიერთ გარნირს და სოუსს. მისგან შეგიძლიათ გემრიელი ჯემი ან ჩირიც მოამზადოთ.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

ეგზოტიკური პასტა ფიზალისის სოუსით

დაგჭირდებათ: 4 ცალი ლიმეტი ან ლიმონი, 400 გ ფიზალისი, 30 გ კოჭა, 250 გ ნაღები, სპაგეტი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

  • ლიმეტი კარგად გარეცხეთ ცხელი წყლით და ცედრა მოახეხეთ. რბილობი გაწურეთ. ფიზალისი სათითაოდ გაჭერით ორად. კოჭა გათალეთ და დაკეპეთ. სპაგეტი მარილწყალში მოხარშეთ. კოჭა მოშუშეთ ცოტაოდენ ზეთში, დაასხით ლიმეტის წვენი და ნაღები და 2-3 წუთი შუშეთ ნელ ცეცხლზე. დაამატეთ მოხარშული სპაგეტი, 1-2 ჩაის კოვზი ცედრა და ფიზალისი. შუშეთ კიდევ 1-2 წუთი ძალიან ნელ ცეცხლზე. ბოლოს მარილითა და პილპილით შეაგემეთ, თეფშებზე გაანაწილეთ და ცოტაოდენი ცედრა მოაყარეთ.

მაფინი ფიზალისით

დაგჭირდებათ: 2 კვერცხი, 120 გ შაქრის პუდრი, 1 ჩაის კოვზი ლიმეტის ან ლიმონის ცედრა, 75 გ კარაქი, 75 გ ფორთოხლის წვენი, 50 გ ფქვილი, 1 კოლოფი ვანილის პუდინგის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 200 გ ფიზალისი.

  • კვერცხი, შაქრის პუდრი და ცედრა კარგად ათქვიფეთ. კარაქი გაადნეთ, გააგრილეთ და კვერცხს შეათქვიფეთ. ნელ-ნელა დაამატეთ ფორთოხლის წვენი, ფქვილი, პუდინგის ფხვნილი და გამაფხვიერებელი. ცომი მაფინის ფორმებში ჩაასხით და ზემოდან 150 გ ფიზალისი მოაწყვეთ. წინასწარ გახურებულ ღუმელში 22-25 წუთი აცხვეთ. გააგრილეთ, ცოტაოდენი შაქრის პუდრი მოაყარეთ, 2 სუფრის კოვზი ლიმეტის წვენი მოასხით და სუფრასთან მიტანის წინ გარშემო ნედლი ფიზალისი შემოუწყვეთ.