რატომ უნდა ვჭამოთ ბოლოკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა ვჭამოთ ბოლოკი

დიდი პატივისცემით სარგებლობდა ბოლოკი ძველ ეგვიპტეში, იაპონიასა და ძველ საბერძნეთში. ამ ქვეყნებში მას ტრადიციულად ფართოდ მოიხმარენ. ძველი რომაელები ზამთრის ჯიშებს ძმრით, მარილითა და თაფლით მიირთმევდნენ.

ლათინურიდან თარგმანში მცენარის დასახელება ფესვს ნიშნავს. ადამიანები საკვებად ბოლოკის ძირხვენას (იგივე ძირნაყოფას) ვიყენებთ. ბოლოკი თხელი, უმეტესად წითელი ფერის გარეკანითაა დაფარული. გვხვდება ვარდისფერი და თითქმის თეთრი ფერის ნაყოფებიც. ბოლოკს, იმის გამო, რომ რბილობში მდოგვის ზეთებია, საკმაოდ მომწარო გემო აქვს. ევროპელთაგან ბოლოკს პირველად ფრანგმა მზარეულებმა გაუსინჯეს გემო და სათანადოდაც შეაფასეს ძირხვენების საგემოვნო თვისებები. ევროპელებმა ბოლოკი მე-16 საუკუნიდან გაითავისეს. მე-20 საუკუნის ბოლოს ევროპაში გავრცელებულ ბოლოკს სტაფილოს ფორმა (რამდენადმე წაგრძელებული) და თეთრი გარეკანი ჰქონდა. რუსეთმა ბოლოკი პეტრე პირველის წყალობით გაიცნო. თურმე, მეფემ ძირხვენა პირველად ამსტერდამში ყოფნისას, ერთ-ერთ ვაჭართან გასინჯა. გემო ძალიან მოეწონა და სამშობლოში წამოიღო. როგორც ბოტანიკოსები ხუმრობენ, დღესდღეობით ბოლოკი დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში მოჰყავთ.

ბოლოკის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის კონსისტენციასა და გარეკანს. სასურველია გლუვი გარეკანის მქონე მკვრივი ძირნაყოფების ყიდვა. შავი წერტილების არსებობა პროდუქტის სიძველეზე მიანიშნებს. ასეთი ნაყოფი მალე იწყებს ლპობასა და გაფუჭებას. ძირხვენები შეხებით მკვრივი და მყარი უნდა იყოს, და არა რბილი და ფუყე. ეს უკანასკნელი მახასიათებლები იმაზე მეტყველებს, რომ ბოლოკს ბოჭკოვანი სტრუქტურა აქვს, შესაბამისად, გამოხატული არომატული გემოც არ ექნება. ბოლოკი ფოჩებიანად სამი დღე-ღამის განმავლობაში აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, ფოჩების გარეშე კი შეგიძლიათ შვიდი დღე.

შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ბოლოკი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, ნატრიუმით, მაგნიუმით, რკინით, ჩ ვიტამინით, PP და B ჯგუფის ვიტამინებით. უხვად შეიცავს აგრეთვე ნიკოტინის მჟავას, თიამინსა და ლაქტოფლავინს. ბოლოკის დამახასიათებელი გემო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასში მდოგვის ზეთების შემცველობითაა განპირობებული. ბოლოკი აღძრავს მადას, ხელს უწყობს საკვების გადაადგილებას ნაწლავებში, აადვილებს მონელებას, ნაწლავების დაცლას საკვებისაგან. ბოლოკის შემცველ სალათებს ყოველთვის აქვთ შეშუპების საწინააღმდეგო და ნაღველმდენი ეფექტი. ძირხვენების წვენს იყენებენ საჭმლის მონელებისა და მეტაბოლურ პროცესთა გასაუმჯობესებლად. ბოლოკი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით (აწესრიგებს შაქრის დონეს სისხლში), პოდაგრითა და გაცხიმოვნებით დაავადებულთათვის. ძირნაყოფების რეგულარულად გამოყენება სიმხნევეს მატებს ადამიანს, აუმჯობესებს სახის ფერს, გულის მუშაობას, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს. ბოლოკში შემავალი განსაკუთრებული სტრუქტურის უჯრედისი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ეს მცენარე იმავდროულად ბუნებრივი ანტიბიოტიკების – ფიტონციდების წყაროა. ამიტომაც ძირხვენები შეიძლება ანთებითი და გაციებით მიმდინარე დაავადებათა საპროფილაქტიკოდ გამოვიყენოთ. სასარგებლო და საკვებად ვარგისია ასევე ბოლოკის ფოჩები. მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ფოჩები არ ჩამოუვარდება საკუთრივ ძირნაყოფებს. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოთლები სალათებში, კერძებში, მოთუშოთ ან უმად ჭამოთ.

ოჰაიოს ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ნაჩვენებია, რომ იისფერი შეფერილობის კენკრის, ხილისა თუ ბოსტნეულის საკვებად გამოყენება ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას. აღნიშნული ელფერის ნაყოფში შედის განსაკუთრებული პიგმენტები – ანტოციანინები, რომელთაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ. ბოლოკისა და შავი სტაფილოს ანტოციანინები 80%-ით ანელებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, იისფერი სიმინდისა და ნიუკას პიგმენტები კი სრულად აჩერებს მათ ზრდას და ამავე დროს ანადგურებს 20%-მდე სიმსივნურ უჯრედებს, ჯანმრთელი უჯრედების დაუზიანებლად. საცდელ ვირთაგვებს შორის, რომელთაც რეგულარულად კვებავდნენ იისფერი შეფერილობის ნატურალური პროდუქტებით, ონკოლოგიური პათოლოგიის სიმპტომთა 70%-ით შესუსტება აღინიშნებოდა. იისფერი ელფერის ბუნებრივ პროდუქტებს შორის ბოლოკს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

სასარგებლო რეცეპტები:

  • ხალხური მედიცინა შეკრულობის წინააღმდეგ წარმატებით იყენებს ბოლოკის ფოჩების ნაყენს. ერთ სადილის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ფოჩებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ საკვების მიღების შემდეგ 20 წუთში. სამკურნალო კურსი სამ დღეს გრძელდება.
  • ბოლოკი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიური მიზნებისთვისაც. მისგან კანის მკვებავ ნიღბებს ამზადებენ. რამდენიმე ძირხვენა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე, დაამატეთ 6 წვეთი ზეითუნის ზეთი და ერთი ჩაის კოვზი სახამებელი. კარგად მოურიეთ. მიღებული ფაფისებრი მასა წაისვით სახეზე და 10-15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

საყურადღებოა:

  • 100 გრამი ბოლოკი დახლოებით 20 კკალორიას შეიცავს.
  • ბოლოკი სიფრთხილით უნდა მიიღონ კუჭისა და ნაწლავების ამა თუ იმ პათოლოგიით დაავადებულებმა, რადგან ძირხვენებმა შესაძლოა დაავადების გამწვავება გამოიწვიონ.