სალბის ფოთლების ნაყენი შესანიშნავია დიარეის დროს
განსაკუთრებული ეფექტი აღმოაჩნდა სალბის ფოთლების ნაყენს:
- მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ დაახლოებით 50 გრამი სალბის გამხმარი ფოთოლი, რომელსაც უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. ამის შემდეგ შეფუთეთ კონტეინერი თბილ ქსოვილში და მოათავსეთ თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში. შემდეგ მიღებული ნაყენი გადაწურეთ წვრილ საცერში და გააგრილეთ. ნაყენს დაამატეთ დაახლოებით 0,5 ლიტრი წითელი ღვინო და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ ყოველ ორ საათში ერთხელ, დაახლოებით ნახევარი ჭიქის ოდენობით.
გულიკო ხვედელიძე, ტყიბული