კარტოფილი - როგორც ჯანსაღი საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარტოფილი - როგორც ჯანსაღი საკვები

  • ცილები – 2 გ
  • ცხიმები – 0,4 გ
  • ნახშირწყლები – 16,3 გ
  • საკვები ღირებულება – 1,4 გ
  • ორგანული მჟავები – 0,2 გ
  • წყალი – 78,6 გ
  • უჯერი ცხიმმჟავები – 0,1 გ
  • მონო- და დისაქარიდები – 1,3 გ
  • სახამებელი – 15 გ
  • ნაჯერი ცხიმმჟავები – 0,1 გ

ვიტამინები

  • PP ვიტამინი – 1,3 მგ
  • ბეტა-კაროტინი – 0,02 მგ
  • A ვიტამინი – 3 მკგ
  • B1 ვიტამინი (თიამინი) – 0,12 მგ
  • B2 ვიტამინი (რიბოფლავინი) – 0,07 მგ
  • B5 ვიტამინი (პანტოტენი) – 0,3 მგრ
  • B6 ვიტამინი (პირიდოქსინი) – 0,3 მგ
  • B9 (ვიტამინი ფოლიუმი) – 8 მკგ
  • C ვიტამინი – 20 მგ
  • E ვიტამინი – 0,1 მგ
  • H ვიტამინი (ბიოტინი) – 0,1 მკგ
  • PP ვიტამინი (ნიაცინის ეკვივალენტი) – 1,8 მგ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 10 მგ
  • მაგნიუმი – 23 მგ
  • ნატრიუმი – 5 მგ
  • კალიუმი – 568 მგ
  • ფოსფორი – 58 მგ
  • ქლორი – 58 მგ
  • გოგირდი – 32 მგ

მიკროელემენტები

  • რკინა – 0,9 მგ
  • თუთია – 0,36 მგ
  • იოდი – 5 მკგ
  • სპილენძი – 140 მკგ
  • მარგანეცი – 0,17 მგ
  • სელენი – 0,3 მკგ
  • ქრომი – 10 მკგ
  • ფთორი – 30 მკგ
  • მოლიბდენი – 8 მკგ
  • ბორი – 115 მკგ
  • ვანადიუმი – 149 მკგ
  • კობალტი – 5 მკგ
  • ლითიუმი – 77 მკგ
  • ალუმინიუმი – 860 მკგ
  • ნიკელი – 5 მკგ
  • რუბიდიუმი – 500 მკგ

100 გრამი მოხარშული კარტოფილის კალორია – 82 კკალ

  • ცილები – 2,0 გ
  • ცხიმები – 0,4 გ
  • ნახშირწყლები – 16.7 გ

100 გრამი შემწვარი კარტოფილის კალორია – 192 კკალ

  • ცილები – 2,8 გ
  • ცხიმები – 9,5 გ
  • ნახშირწყლები – 23,4 გ

(100 გრამი შემწვარი კარტოფილის კალორიულობის დაანგარიშებისას აღებულია 10 საშუალო ზომის კარტოფილზე 5 სუფრის კოვზი ზეთი)

სასარგებლო თვისებები

კარტოფილის ცილები შეიცავენ პრაქტიკულად ყველა ამინომჟავას, რომელიც მცენარეებში გვხვდება, მათ შორის შეუცვლელებს. დღე-ღამის ნორმა – 300 გრამი კარტოფილი, ორგანიზმს უზრუნველყოფს ნახშირწყლებით, კალიუმით და ფოსფორით. 100 გრამი კარტოფილი 20 მგ ჩ ვიტამინს შეიცავს. კარტოფილის შენახვის პერიოდში მასში ჩ ვიტამინის რაოდენობა მცირდება. კარტოფილის უჯრედისი არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსს, მოხარშული კარტოფილის ჭამა შეიძლება გასტრიტის და წყლულის გამწვავების პერიოდშიც კი.

კარტოფილი ძირითადად წყაროა ისეთი მარილებისა, როგორებიცაა კალიუმი და ფოსფორი, ასევე ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, გოგირდი და ქლორი. კარტოფილი შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორებიცაა თუთია, ბრომი, სილიციუმი, ბორი, მარგანეცი, იოდი, კობალტი და ა.შ. მინერალური ნივთიერებები კარტოფილში არათანაბრადაა განაწილებული: მისი უმეტესობა ქერქშია, უფრო ნაკლები – შუაგულში, გარე ნაწილში უფრო მეტი, ვიდრე ცენტრში.

კარტოფილის სახამებელი ამცირებს ქოლესტერინის დონეს ღვიძლსა და სისხლის შრატში, ანუ აქვს ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. კარტოფილი შეიცავს ბევრ კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ორგანზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნას (რაც მნიშვნელოვანია თირკმელების დაავადების დროს და სმის მოყვარულთათვის).

კარტოფილის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ის იყოს მაგარი, ერთგვაროვანი, ერთფრად შეფერილი. მწვანე ნაწილი ნიშნავს, რომ პროდუქტი ინახებოდა შუქზე. მწვანე ნაწილი შეიცავს შხამიან ნივთიერებას – სოლანინს, ამიტომ ის აუცილებლად უნდა მოიჭრას. იგივე მიზეზით უნდა მოცილდეს ყველა დაჭიანებული ხვრელი. კარტოფილი სასარგებლო ნივთიერებებს კანთან ახლოს შეიცავს, ამიტომ საჭიროა ის ან ძალიან თხლად გაიფცქვნას, ან გაფცქვნის ნაცვლად გაიხეხოს უხეში ჯაგრისით.

როგორ მოვამზადოთ კარტოფილი ისე, რომ შევინარჩუნოთ ვიტამინები?

კარტოფილის მომზადების ყველაზე მავნე ხერხად მისი შეწვა ითვლება. ამ დროს ნადგურდება ყველა სასარგებლო ნივთიერება, რაც მასშია. თუმცა აღმოჩნდა, რომ არანაკლებად ცუდი შედეგი აქვს კარტოფილის პატარა ნაჭრებად დაჭრას.

ამერიკელმა გენეტიკოსებმა გამოიკვლიეს კარტოფილის თვისებები და რა გავლენას ახდენდა მასზე მომზადების სხვადასხვა ხერხი. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ცუდ შედეგს ვიტამინების დაკარგვის მხრივ – მისი დაჭრა იწვევდა. აღმოჩნდა, რომ დაჭრილი კარტოფილის მოხარშვისას ან შეწვისას კარტოფილის პატარა ნაჭრები მთელ თავის სასარგებლო თვისებებს უფრო მეტად კარგავდნენ, ვიდრე მთლიანი კარტოფილი, რადგან პატარა ნაჭრებზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ათჯერ იზრდებოდა.

როგორც Science Daily წერს, ასეთი მომზადების ხერხის გამო ყველაზე მეტად კალციუმის მარაგი ზარალდება. კალციუმის რაოდენობა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილის თერმული დამუშავების შემდეგ თითქმის ნულამდე დადის.

დიეტოლოგების აზრით, ყველაზე სასარგებლოა კარტოფილის „მუნდირში“ (ანუ კანით) მოხარშვა. ამისათვის კარტოფილი კარგად უნდა გაირეცხოს და შემდეგ მოთავსდეს ტაფაში (ყოველგვარი ცხიმის ან სხვა რამის დამატების გარეშე). ტაფაში მოთავსებული კარტოფილი დაბალ ცეცხლზე უნდა იხარშოს თავისივე ორთქლში. ასეთი სახით კარტოფილი ყველაზე მეტად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.