/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ზაფრანა როგორც მკურნალი

ზაფრანა როგორც მკურნალი
ზაფრანა სანელებლების მეფედ არის აღიარებული. არსებობს ვერსია, რომ სწორედ ის არის უძველესი სანელებელი და შესაბამისად, ყველაზე ძვირად ღირებულიცაა მთელ მსოფლიოში.

სახელწოდება „ზაფრანა“ წარმოდგება არაბული სიტყვისგან „ზაფრან“, რაც ნიშნავს „იყო ყვითელი“. საკუთრივ მცენარის ყვავილი ღია იისფერია, ხოლო ბუტკოს 3 სურნელოვანი დინგი, რომლებიც ფაქტობრივად სანელებლის სახით გამოიყენება – ნარინჯისფერ-მოწითალოა. დინგების შეგროვება სექტემბერ-ნოემბერში ხდება: მათ ყვავილებს გაფურჩქვნისთანავე აცლიან და უმალ აშრობენ. 100 000 ყვავილიდან საშუალოდ 1 კგ ზაფრანას იღებენ. ყველაზე მაღალხარისხოვანი მუქი წითელი ფერის ან მოწითალო-მოყავისფრო ზაფრანაა. მას მძაფრი და საუცხოო სურნელი აქვს, ოდნავ მომწარო და ასევე გამორჩეული გემო.

ცოტა რამ ისტორიიდან

ზაფრანის სამშობლოდ მცირე აზია, ახლო აღმოსავლეთი და ინდოეთი სახელდება. ეს სანელებელი ჯერ კიდევ შუმერული ცივილიზაციის ამსახველ წყაროებშია მოხსენიებული. ფინიკიელები თურმე წარმატებით ვაჭრობდნენ ამ სანელებლით, კერძოდ, ჩამოჰქონდათ ის პორტ-ტირში, საიდანაც ზაფრანა ხვდებოდა დასავლეთ თურქეთსა და საბერძნეთში. ზაფრანის სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი ინფორმაციაა ჩინურ და ეგვიპტურ სამედიცინო წყაროებში, რომლებიც ჩვ. წ. აღ-მდე 2600 და შესაბამისად 1500 წლით თარიღდება. ამ სანელებელს, როგორც ძვირად ღირებულ წამალს და კეთილსურნელს, ისე იყენებდნენ. მას მიართმევდნენ ხოლმე იმპერატორებს, მეფეებსა და მღვდელმთავრებს, როგორც საგანგებო და ძვირფას საჩუქარს. ძველი რომაელები აფასებდნენ ამ მცენარეს, როგორც კატარაქტის სამკურნალო საშუალებას. მდიდარი რომაელები ზაფრანას, როგორც სურნელოვან ფუფუნებას, ისე იყენებდნენ (სურნელოვან წყალს, ზეთსა და საცხს ამზადებდნენ). გაბატონებული იყო შეხედულება, რომ ზაფრანას შხამის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა ზაფრანის ფერის მქონე ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოსვა. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ზაფრანისადმი ინტერესი ცოტა ხნით შენელდა. ესპანელები პირველი ევროპელები გახლდნენ, რომლებმაც ზაფრანის პლანტაციების მოშენება დაიწყეს (ყველაზე ცნობილი პლანტაციები მადრიდის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო გაშლილი). ესპანეთში ზაფრანა IX საუკუნეში არაბთა წყალობით მოხვდა. შემდეგ ის საფრანგეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაშიც გავრცელდა. დღეს ეს მცენარე დიდი პოპულარობით სარგებლობს და წარმატებით მოჰყავთ საბერძნეთში, იტალიასა და ირანში, კავკასიასა და უკრაინაში.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქიმიური შედგენილობა

ახალდაკრეფილი ზაფრანა შეიცავს კაროტინოიდული ბუნების გლიკოზიდს – პროტოკროცინს, რომელიც გაშრობისას შედარებით მარტივ გლიკოზიდებს – კროცინსა და პიკროკროცინს – წარმოქმნის. კროცინი ზაფრანის სპეციფიკური ყვითელი ფერის საღებავი ნივთიერებაა. პიკროკროცინი მომწარო ნივთიერებაა. ზაფრანის ეთერზეთის ძირითად კომპონენტს საფრონალი ქმნის. გარდა ამ ნივთიერებისა, ეთერზეთი შეიცავს პინენსა და ცინეოლს. მცენარის დინგი მდიდარია აგრეთვე ლიკოპინით, კაროტინით, B ჯგუფის ვიტამინებით, ფლავონოიდებით, ცხიმოვანი და აზოტოვანი ნაერთებით. შეიცავს წყალს, შაქარს, ცვილს, კალიუმს, კალციუმსა და სხვა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

სამკურნალო თვისებები

ზაფრანას დამწვრობების სამკურნალოდ ჯერ კიდევ ავიცენას დროს იყენებდნენ. ის მეტად ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანადგურებს ადამიანის ორგანიზმში ასაკთან ერთად სულ უფრო მეტად წარმოქმნილ მავნე ნივთიერებებს. ზაფრანის მცირე რაოდენობით გამოყენება აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხალხურ მედიცინაში ზაფრანა ცნობილია როგორც ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საგულე საშუალება. რეკომენდებულია მადის გასაუმჯობესებლად, ღვიძლისა და კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ, ძლიერი ხველის შეტევათა მოსახსნელად.

გარდა ამისა, ზაფრანა მატონიზებელი თვისებით ხასიათდება, კვებავს ორგანიზმის უჯრედებს, ძირითადად სისხლს, წმენდს შარდის ბუშტსა და თირკმელებს, აუმჯობესებს სახის ფერს, ამაგრებს გულის კუნთს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასუნთქ და ნერვულ სისტემებზე. ზაფრანა ამაღლებს გუნება-განწყობას, ხალისსა და სასიცოცხლო ტონუსს მატებს ადამიანს. მისი საფენები კარგი საშუალებაა თავის ტკივილის დროს, თაფლთან ერთად მას თირკმელებსა და შარდის ბუშტში არსებული კენჭების დასაშლელად იყენებენ. ცხელ რძესთან კომბინაციაში კი ხელს უწყობს ტვინის მუშაობას, მეხსიერებისა და მგრძნობელობის გაუმჯობესებას.

ფარმაცევტულ წარმოებაში ზაფრანა სხვადასხვა პრეპარატის – ტინქტურების, ექსტრაქტებისა და თვალის წვეთების – დასამზადებლად გამოიყენება.

საყურადღებოა ისიც, რომ ზაფრანის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, შესაძლოა აბორტის პროვოცირება გამოიწვიოს!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი, როგორც ძირხვენა მცენარე, საუკუნეების მანძილზე გამოიყენება როგორც საკვებად, ისე სამკურნალო მიზნებისთვის.
სრულად
მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
ყაყაჩოსა სიწითლითა...
ყაყაჩოსა სიწითლითა...
„ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებიაო“, – ბავშვობიდან გვახსოვს, ხოლო როგორ ამშვენებს ის მედიცინას, კულინარიას და ზოგიერთი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი სტატიდან შეიტყობთ.
სრულად
თუთა
თუთა
თუთა – თუთისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ორსახლიანი, იშვიათად, ერთსახლიანი მცენარეა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ზაფრანა როგორც მკურნალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები