კურკუმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კურკუმა

კურკუმას სხვაგვარად ეძახიან ყვითელ იმბირს (ყვითელი კოჭა), ყვითელ ფესვს, ინდურ შაფრანს, ინგლისურად – ტუმერიც.

კურკუმა იზრდება აზიის ტროპიკულ რეგიონებში, მოსწონს ცხელი და ტენიანი კლიმატი და მსუბუქი ნიადაგი. გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიასა და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში. კურკუმას ძირითადი მწარმოებელი ქვეყანაა ინდოეთი. ის შედის ინდოეთის ყველაზე მოხმარებადი სუნელების ხუთეულში. ინდოეთში, სუნელის გარდა, იყენებენ სამკურნალო მცენარედაც. ამას განაპირობებს მისი მდიდარი და უნიკალური შემადგენლობა. უკვე რამდენიმე ათასი წელია, რაც ინდოელები კურკუმას თავიანთ რაციონსა და აფთიაქში იყენებენ.

ტაილანდში ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთი გრამი კურკუმა ეფექტურია დიაბეტის წინააღმდეგ და აუმჯობესებს მეხსიერებას!

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მამაკაცებმა და ქალებმა 60 წელს ზემოთ. მეცნიერებმა კურკუმის მეხსიერებაზე მოქმედება შეისწავლეს, პირველივე ტესტირებიდან ყველამ დადებითი შედეგი მიიღო, რაც ერთი გრამი კურკუმას დამსახურება იყო.

დიეტურია, დაგეხმარებათ წონის დაკლებაში!

მასალები: 4-5 კოვზი უცხიმო იოგურტი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი.

შემდეგ: 4-5 კოვზ უცხიმო იოგურტში ავურევთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მასალას. ეს ყველაფერი ფართო ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს. მომზადების შემდეგ ეს საოცარი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ყოველდღე, ჭამის წინ, 1-2 საათით ადრე უნდა მიიღოთ. შედეგს თავად ნახავთ!

კიბოს წინააღმდეგ ეფექტურია!

როგორც დიეტური, ეფექტურია კიბოს წინააღმდეგაც, ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში, რადგან ძლიერი ანტიოქსიდანტია. ამდენად, ინდოეთში ყოველდღე საშუალოდ 1 ჩაის კოვზ კურკუმას ფხვნილს იყენებს თითოეული ოჯახი.

კურკუმის სხვა სასარგებლო თვისებებია: კარგად ასუფთავებს სისხლს, წნევას არეგულირებს, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, ხსნის რევმატიზმების ტკივილს, ბავშვებს შორის ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, იცავს მომნელებელ სისტემას, კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ შეუცვლელია ანემიის დროს და საკმაოდ ეფექტურია ღვიძლის დაავადებების წინააღმდეგაც!

შეიცავს: ვიტამინებს – B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K. მინერალებს – თუთია, სელენი, სპილენძი, მარგანეცი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. მისი სამკურნალო და ანტიბაქტერიული თვისებები კი გამომდინარეობს კურკუმინიდან, რაც ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ძლიერი ანტიოქსიდანტია, რითაც ის იცავს ორგანიზმს ონკოლოგიური წარმონაქმნებისგან და ეხმარება კიბოსთან გამკლავებაში. ის არის ანტიბაქტერიული საშუალებაც.

დედამიწაზე არ არსებობს სხვა მსგავსი ბუნებრივი ინგრედიენტი, რომელიც ასე ეფექტურად ებრძვის ანთებებსა და სხვადასხვა წარმონაქმნს. ის გამოიყენება ნებისმიერი დაავადებისა და ვირუსის დროს. ეფექტურია ასევე ყველანაირი ჰეპატიტის წინააღმდეგ და დადებითად მოქმედებს ღვიძლზე. აღსანიშნავია, რომ მას იყენებენ ორგანიზმის გასაწმენდადაც. რეცეპტი კი ძალზე მარტივია: გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზის წვერი კურკუმის ფხვნილი 1 ჭიქა თბილ რძეში და დალიეთ დაძინებამდე 2 საათით ადრე.

  • ეფექტრურია ჭარბცხიმიანობის მკურნალობისას.
  • კარგად აჩერებს სისხლდენას. ჭრილობაზე კურკუმას ახალი ფესვის დადება ბუნებრივად და ნაწიბურების გარეშე ახორცებს მას.
  • სპორტულ მედიცინაში კურკუმაზე დამზადებული გელები კარგად ხსნიან კუნთებისა და მყესების დაჭიმვას.
  • მისი გამოყენება კარგია ხველების დროსაც.
  • აქვს ნაღველმდენი და ნაღველწარმომქნელი ზემოქმედება.
  • დაბლა სწევს კუჭის სიმჟავეს.
  • ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
  • ეხმარება ორგანიზმს შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში.
  • ბავშვთა შორის ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას.
  • კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ ის შეუცვლელია ანემიის დროს.
  • კურკუმას დადებითი თვისებების ბოლომდე ჩამოთვლა შეუძლებელიც კია.
  • მისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ კერძთან ერთად, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დიდხანს ხარშვა არ შეიძლება. დაამატეთ ბოლოს.
  • საუკუნეებია, რაც კურკუმას კოსმეტიკაშიც იყენებენ და სახის მოვლის ერთ-ერთ უნიკალურ საშუალებადაც ითვლება.

კურკუმას მიღებას ნუ დაიწყებთ თვითნებურად, თუ რაიმე მძიმე და ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს არ მიიღოთ დიდი რაოდენობით. არ მიიღოთ უშუალოდ ძილის წინ, რადგან ააქტიურებს და აღაგზნებს ნერვულ სისტემას. არ არის რეკომენდებული ალერგიით დაავადებულთათვის. ასევე, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას. ორსულობის დროს კი არ უნდა მიიღოთ დიდი დოზით.

კურკუმა ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც ორი ინგრედიენტისგან შედგება. ამ ბუნებრივ ანტიბიოტიკს აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, კლავს ბაქტერიებს და ნებისმიერ ინფექციას. უპირატესობა სააფთიაქო ანტიბიოტიკებთან შედარებით ის არის, რომ არ იწვევს გვერდით მოვლენებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ და არის სრულიად უსაფრთხო. კურკუმას აქვს 150 სამკურნალო თვისება, მათ შორის, არის ანტიკარცეროგენული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური. თაფლისა და კურკუმას ნაერთი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ზრდის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას ნაწლავებში.

ინგრედიენტები:

  • 100 გ თაფლი;
  • 1 ს/კ კურკუმას ფხვნილი.

შეურიეთ ეს ინგრედიენტები და მოათავსეთ შუშის ქილაში. მას შემდეგ, რაც შეამჩნევთ გაციების ნიშნებს, ეს წამალი ამგვარად მიიღეთ:

  • 1-ელ დღეს – ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ ერთ საათში.
  • მე-2 დღეს – ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ ორ საათში.
  • მე-3 დღეს – ნახევარი ჩაის კოვზი სამჯერ დღეში.

სასურველია არ ჩაყლაპოთ, არამედ ჩაწუწნოთ. თუ მისი გემო არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ მიიღოთ რძესთან ან ჩაისთან ერთად.

ყველაზე სასარგებლო პროდუქტის ყველაზე სასარგებლო თვისებები:

  • ქმნის ბუნებრივ ანტიბიოტიკურ ეფექტს და ორგანიზმს ეხმარება მიკრობებთან და ინფექციებთან ბრძოლაში.
  • წლებია უკვე, რაც კურკუმას კიბოს წინააღმდეგ ხმარობენ. ის ყველაზე ძლიერი და ეფექტური მცენარეა, რომელიც ყველაზე აქტიურად ებრძვის კიბოს უჯრედებს.
  • ამ მცენარეს ფაქტობრივად არ გააჩნია უარყოფითი თვისებები, ამიტომ შეგიძლიათ უპრობლემოდ მიიღოთ!
  • კურკუმას აქვს ღვიძლის განახლების ფუნქცია. ხშირად იყენებენ ღვიძლის პრობლემების სამკურნალოდ.
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ვირუსებს და ადვილად დევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს.
  • ასევე გამოიყენება სხეულის ჭრილობებზე, სადაც ანთებითი პროცესია დაწყებული. ასუფთავ­ებს ჭრილობას და აჩქარებს შეხორცების პროცესს.
  • თუ აკნეს პრობლემა გაქვთ, კურკუმას ნიღაბი მისწრებაა. უჯრედების განახლების ფუნქციით კურკუმა კანს ლაქებისგან ასუფთავებს.
  • ეხმარება მონელების სისტემასაც. თუ ყაზბობის პრობლემები გაწუხებთ, მიიღეთ „ოქროს სანელებლები“ რეკომედებულ პროდუქტებთან ერთად.
  • აჩქარებს ცხიმების დაწვას. აკონტროლებს მადას და, რა თქმა უნდა, დიეტურია.
  • ანთების საწინააღმდეგო ეფექტით ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია. ეფექტურია

მუცლისა და თავის ტკივილის დროს – დადასტურებულია პროფესორების მიერ.

  • ქალთა ჰორმონების სეკრეციას უფრო რეგულარულად უზრუნველყოფს.
  • დაგეხმარებათ შებერილობისა და გაზებისგან გათავისუფლებაში.
  • ტაილანდში ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ ერთი გრამი კურკუმა ეფექტურია დიაბეტის წინააღმდეგ და აუმჯობესებს მეხსიერებას!

როგორ მოვიხმაროთ?

  • ყელის ტკივილის დროს: აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით ანადუღარი თბილი წყალი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და ყელსავლები მზად არის. ის მოგიხსნით ტკივილს და ჩააცხრობს ანთებას.
  • წონის დასაკლებად: მასალები: 4-5 კოვზი უცხიმო იოგურტი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი. შემდეგ: 4-5-კოვზიან უცხიმო იოგურტში აურევთ ზემოთ ჩამოთვლილ მასალას. ეს ყველაფერი ცოტა დიდ ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს. ეს საოცარი საკვები დაგეხმარებათ წონის კლებაში. ყოველდღე, ჭამის წინ, 1-2 საათით ადრე უნდა მიიღოთ. შედეგს თავად ნახავთ!
  • დალურჯებების, დაჟეჟილობებისა და ტრავმით გამოწვეული შესივების დროს: კანზე წასასმელი საცხის მომზადება. აიღეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და ჩაის კოვზის წვერით მარილი. დაასხით ანადუღარი თბილი წყალი იმ რაოდენობით, რომ მიიღოთ სქელი პასტა. მიღებული პასტა წაისვით კანის დაზიანებულ ადგილზე. ტკივილი და შესივება სწრაფად გაგივლით.
  • გაცივების, გრიპისა და ხველის დროს: 30 გრამ თბილ რძეში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. დალიეთ დღეში 3-ჯერ. სურდოს დროს კარგია კურკუმას ორთქლის შესუნთქვა.
  • ორგანიზმის გასაწმენდად: ძალიან სასარგებლოა დაძინებამდე 2 საათით ადრე 1 ჭიქა თბილი რძის დალევა. რძეში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და ჩაის კოვზის წვერი კურკუმის ფხვნილი.