გაზაფხულის ფურისულა
ფურისულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელწოდებითაა (სახემშვენიერა, ფილოსულა, ფურის ია, ფურის ძუძუ, ფურისვილა, ვაშლისუნა) ცნობილი, მრავალწლიანი, ტყეებსა და ტყისპირებში გავრცელებული ადრე მოყვავილე მცენარეებია.
ფურისულების და მათ შორის - გაზაფხულის ფურისულას ფოთლები ღეროზე მიწისპირად, ჯგუფურად (როზეტად) არის განლაგებული.
გაზაფხულის ფურისულას წაგრძელებული, კვერცხისებრი ფოთლები გვერდებზე ფრთებჩავლებულყუნწიანია, ფრთები ფოთლის ფირფიტის გაგრძელებას წარმოადგენს.
ყვავის აპრილ-ივნისში და უფრო ადრეც, ახასიათებს ცალ მხარეს მიმართული, თავდახრილი ყვითელი ყვავილები. გაზაფხულის ფურისულას ძალიან ჰგავს დიდჯამა ფურისულა. მათ შორის განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ დიდჯამა ფურისულას ყვავილის ჯამი უფრო გაბერილია და ფოთლის ფირფიტა თანდათანობითი შევიწროებით გადადის ყუნწში.
გაზაფხულის ფურისულას ფოთლის ფირფიტა კი უცბადაა შევიწროებული და ასეთნაირად გადასული ფრთიან ყუნწში.
ჩვენში ფართოდაა გავრცელებული დიდჯამა ფურისულა, აფხაზურ და ტყის ფურისულებთან ერთად გაზაფხულის ფურისულა შესანიშნავი დეკორატიული მცენარეა.
არც ერთი მცენარის ფოთოლი იმდენ C ვიტამინს არ შეიცავს, რამდენსაც უნაბის და გაზაფხულის ფურისულას ფოთოლი. საერთოდ, მწვანე მცენარეთა სხვადასხვა სახეობების ფოთლებში 300 მგ პროცენტზე მეტი C ვიტამინი იშვიათად თუ აღინიშნება.
გაზაფხულის ფურისულას ფოთლებში C ვიტამინის შემცველობა 700 მგ პროცენტს აღწევს, ზოგი მეცნიერი კი 600 მგ პროცენტს ასახელებს. მონაცემთა შორის ასეთი დიდი სხვაობა, ალბათ, C ვიტამინის განსაზღვრის ნაირგვარი მეთოდით უნდა აიხსნას, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება, რომ გაზაფხულის ფურისულას ფოთლები ძალიან მდიდარია ესოდენ საჭირო ვიტამინით.
გაზაფხულის ფურისულას წყლიანი გამონაცემი (მიიღება მცენარის სხვადასხვა ნაწილიდან მოქმედ ნივთიერებათა წყლით გამოწვლილვით) და სპირტზე ნაყენი მცირედი ტოქსიკურობით ხასიათდება და ნახველის ამოღების გამაადვილებელი თვისება გააჩნია, რაც ბრონქების ლორწოვანი გარსის სეკრეციის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.
გაზაფხულის ფურისულას ფესვები მედიცინაში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, განსაკუთრებით ბრონქიტის დროს. ფოთლებს სალათისა და ნაყენის სახით იყენებენ ჰიპო- და ავიტამინოზის დროს.
გაზაფხულის ფურისულას ფესვების წყლიან გამონაცემს ან ნახარშს (30-40 გ 1 ლ წყალზე) ამოსახველებელ საშუალებად იღებენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას, დღეში 3-3-ჯერ, მშრალი ხველისა და ბრონქიტის დროს.
ყვავილების წყლით გამონაწვლილს (20გ 1 ლ წყალზე) ან მთლიანი მცენარის წყლიან ნაყენს (40-60გ 1 ლ წყალზე) იღებენ ხველის, ბრონქიტის, სურდოს და საერთოდ ყოველგვარი გაციებით გამოწვეული დაავადებებისას, აგრეთვე ცხვირის ნესტოებში გამოსავლებად.
მასვე სვამენ ქრონიკული კუჭაშლილობის და შაკიკის სამკურნალოდ, აგრეთვე - როგორც შარდმდენ საშუალებას. იგი ბავშვებში სუსტად მოქმედ საძილე საშუალებადაც ითვლება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ შაკიკის დროს ამ გამონაწვლილის ხმარების შედეგად წყდება სინათლის გამაღიზიანებელი მოქმედება და თავის ტკივილი თანდათანობით წყნარდება.
ფურისულას ფესვებს გააჩნია შარდმდენი (სუსტი) და ოფლისმომგვრელი თვისება. აძლიერებს კუჭის სეკრეციას და საერთოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
გაზაფხულის ფურისულას იყენებენ წყლის გამონაწვლილის სახით. 10გ (დაახლოებით 2 სუფრის კოვზ) ხმელ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთის შემდეგ წურავენ (დღე-ღამის დოზა ნევროზის და უძილობის დროს), ან ერთ სუფრის კოვზ (დაახლოებით 5გ) ხმელ, დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს და 15 წუთს ხარშავენ ნელი დუღილით, უმატებენ შაქარს ან თაფლს და დღეში 4-5-ჯერ იღებენ თითო სუფრის კოვზს სასუნთქი ორგანოების დაავადებისას.
ფესვებს შემოდგომით, ფოთლების დაჭკნობის შემდეგ აგროვებენ, ფოთლებს კი ყვავილობის დროს, 1000 გრადუსამდე ტემპერატურაზე ჩქარი გახმობით აღწევენ მათში C ვიტამინის დიდი რაოდენობით შენარჩუნებას, მაგრამ ცუდი შედეგებით ამ მხრივაც ჩრდილში გამხმარი ფოთლები ხასიათდება.
გაზაფხულის ფურისულას ფესვები მედიცინაში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება, განსაკუთრებით ბრონქიტის დროს. ფოთლებს, სალათისა და ნაყენის სახით, იყენებენ ჰიპო- და ავიტამინოზის დროს.
გაზაფხულის ფურისულას ფესვების ნაყენს ან ნახარშს (30-40 გრამი 1 ლიტრ წყალზე) იყენებენ ამოსახველებელ საშუალებად. ხველისა და ბრონქიტის დროს იღებენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-ჯერ.
ყვავილების ნაყენს (20 გრამი 1 ლიტრ წყალზე) ან მთლიანი მცენარის წყლიან ნაყენს (40-60 გრამი 1 ლიტრ წყალზე) იღებენ ხველის, ბრონქიტის, სურდოს და საერთოდ, ყოველგვარი გაციებით გამოწვეული დაავადებებისას, აგრეთვე, ცხვირის ნესტოებში გამოსავლებად.
მასვე სვამენ ქრონიკული ფაღარათისა და შაკიკის სამკურნალოდ, აგრეთვე, როგორც შარდმდენ საშუალებას. ის ბავშვებში სუსტად მოქმედ საძილე საშუალებადაც ითვლება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ შაკიკის დროს ამ ნაყენის მიღების შედეგად წყდება სინათლის გამაღიზიანებელი მოქმედება და თავის ტკივილი თანდათანობით წყნარდება.
გაზაფხულის ერთ-ერთი პირველი ყვავილი, რომელსაც ყველა სიყვარულითა და სინაზით ეპყრობა - გაზაფხულის ფურისულაა. ბავშვები ყვავილების ფუნჯებს წყვეტენ და ტკბილ წვენს წოვენ, ხოლო ზრდასრულები ახალგაზრდა ფოთლებს სალათებში იყენებენ - გემოთი იგი სალათის ფოთლებს როდი ჩამოუვარდება, თუმცა კვებითი ღირებულებით მას უსწრებს. არც ერთი მცენარე არ შეიცავს ფოთლებში იმდენ ასკორბინის მჟავას, რამდენსაც ფურისულა.
მებალახეები ფურისულას სამკურნალო მიზნებისთვის ინახავენ და ამზადებენ. ქრონიკული ბრონქიტის დროს ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და ეფექტური საშუალებაა. ფურისულას ყველა ნაწილი სამკურნალოდ გამოიყენება: ფოთლები, ყვავილები, ფესვები. ფესვების ნაყენი ან ნახარში - ეფექტური ამოსახველებელი საშუალებაა. თუ ოდესღაც ამ კუთხით საუკეთესო საშუალებად იმპორტული სენეგა ითვლებოდა, გაირკვა, რომ ფურისულას ეს თვისება სენეგაზე ხუთჯერ უფრო ძლიერია. ამიტომ მას ხშირად იყენებენ პნევმონიის, ბრონქული ასთმის დროს.
ფურისულას ყვავილების ნაყენი შაკიკის, თავბრუხვევის, შარდის ბუშტის ანთების სამკურნალოდ და მსუბუქი კუჭის ამშლელის სახით გამოიყენება. სხვათა შორის, ყვავილების ნაყენი სასარგებლოა დამბლის დროსაც.
ხალხში ფურისულას ყვავილებისგან „სასიყვარული სასმელს“ ამზადებენ. ფოთლებს სწრაფად აშრობენ ღუმელში, აფქვევენ და ყრიან მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში.
ზამთრის ხანგრძლივი საღამოების დროს დალიეთ ჩაი, დაყენებული 1/2 ჩ. კ. ფხვნილითა და 1 ჭიქა მდუღარე წყლით, დააყენეთ, შეფუთეთ 20-30 წუთით და დაუმატეთ 1-2 მწიკვი მარილი. ითვლება, რომ ასეთი ჩაი ხელს უწყობს სახლში ოჯახური ბედნიერების, დაუძლეველი სიყვარულისა და სიმშვიდის შენარჩუნებას.
ეს პრაქტიკა საკუთარ თავზე გამოვცადე და შესანიშნავი შედეგებიც მივიღე. ასევე, ფურისულა შაკიკის სამკურნალოდ შემდეგი რეცეპტის მიხედვით მოვამზადე:
შაკიკი, თავის ხანგრძლივი ტკივილი: ფხვიერად გაავსეთ შუშის ქილა ფურისულას ახალი ყვავილებით და დაასხით ყურძნის მშრალი ღვინო. დააყენეთ 3 კვირით. გადაწურვის შემდეგ მიიღეთ 50 მლ დღეში სამჯერ - როგორც ეფექტური წამალი.
შაკიკი, თავბრუხვევა: 1 სავსე ს.კ. დაქუცმაცებულ გამხმარ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და დალიეთ თბილი ჩაის სახით. ან შეახვიეთ უფრო მეტხანს და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ.
შაკიკი, ნევროზი, უძილობა: 2-3 ს.კ. დაქუცმაცებული მშრალი ბალახი დააყენეთ 0,5 ლ მდუღარე წყალში, უკეთესი იქნება, თუ თერმოსში გააჩერებთ - ეს დღიური ნორმაა.
თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებები: 1 ნახევრად სავსე ჩ.კ. ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ. ეს სასარგებლოა საერთო სისუსტის, მადის დაქვეითების, უძილობის, ყაბზობის დროს, როგორც შადმდენი საშუალება.
პნევმონია, ბრონქიტი: დაასხით 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ჭიქა წყალი, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 3-4 წუთით, შემდეგ დააყენეთ 2 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ.
გულის დაავადებები, დამბლა, თირკმლების დაავადებები, გაციება: 3 ჩ.კ. გამომშრალ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა თბილი სახით ნელა, თითო ყლუპით, დღეში სამჯერ, ჭამისგან დამოუკიდებლად.
უკუჩვენებები
უვნებელი - არ ნიშნავს უკონტროლოს. თუ ნახარშს, სუფრის კოვზების ნაცვლად, ჭიქებით დალევთ, მხოლოდ დისკომფორტს კი არ იგრძნობთ, გულისრევაც დაგეწყებათ. ეს მოწამვლა არ არის, კუჭის გაღიზიანება კი ნამდვილად არ აგცდებათ. ნუ მოიხმართ ფურისულას ანტიკოაგულანტებთან ერთად. უკუჩვენებაა ფეხმძიმობაც, რადგანაც მცენარე საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს.