მიკრომწვანილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიკრომწვანილი

ჯანსაღი კვება დიდი ხანია გასცდა დიეტის ფარგლებს და კულინარიის შემადგენელი ნაწილი გახდა.

მიკრომწვანილი - სუფთა, გემრიელი და ჯანსაღი საკვებია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა მაღალი კლასის რესტორნებში.

მთავარი კი ის არის, რომ ზომის და აღმოცენების დროის სიმცირის გამო მიკრომწვანილის მოყვანა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ბინაში!

რა არის მიკრომწვანილი?

მიკრომწვანილი მცირე ზომის მცენარეა, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე ფოთლის დონეს მიაღწია. მცენარეში, რომელიც აღმოცენების ამ ეტაპზე იმყოფება, 20-40-ჯერ მეტია სასარგებლო საკვები ნივთიერებები, ვიდრე ზრდასრულ მწვანილში. იგი ჯერ კიდევ სავსეა იმ დიდი ენერგიით, რომელიც მცენარის სრული ზრდისთვისაა გათვალისწინებული!

ვიტამინები, მინერალები, ფერმენტები მიკრომწვანილში გაცილებით მეტია, ვიდრე ზრდასრულ მცენარეში. ამასთან, ამ ეტაპის მცენარის მიკრო- და მაკროელემენტებს ადამიანის ორგანიზმი უფრო სრულფასოვნად ითვისებს.

მიკრომწვანილი უაღრესად ჯანსაღი პროდუქტია. ითვლება, რომ ახალგაზრდა მცენარეები განვითარების პირველ სტადიაზე შეიცავენ ვიტამინების და მიკრონუკლეიდების, მაქსიმუმ, 5-ჯერ მეტ რაოდენობას, ვიდრე იგივე ზრდასრული მცენარე, რაც განსაკუთრებულ ფასეულობას სძენს ადრეულ გაზაფხულზე მიღებულ ადამიანის კვების რაციონს!!!

მიკრომწვანილისთვის დაუშვებელია თერმული დამუშავება, გამოიყენება აუცილებლად მაკრატლით ახალმოჭრილი და ძირითადად სალათებში.

გემოთი წააგავს იმავე მცენარეს, რისი თესლისგანაც არის აღმოცენებული.

მიკრომწვანილის მოყვანა სახლის პირობებში

  • დავალბოთ კულტურის თესლი თბილ წყალში - სასურველია მინის ჭურჭულში (დალბობის დრო ცალკეული კულტურებისთვის საშუალოდ 2-12 საათია). გადააფარეთ მარლა და დადეთ თბილ ადგილას. გაავლეთ ხოლმე 1-2-ჯერ, დაელოდეთ, მანამ არ გამოჩნდება პატარა ღივი;
  • აავსეთ ქოთანი, ყუთი, კონტეინერი 3-4 სმ ნიადაგით (მიწით);
  • გაანაწილეთ სათესლე მასალა ნიადაგის ზედაპირზე, ოდნავ დატკეპნეთ (სასურველია, თუ მცირე ზომის მარცვლებს ერთმანეთისგან განაცალკევებთ);
  • მორწყეთ (დანამეთ) დასანამი ტიპის სარწყავით;
  • გადააფარეთ დოლბანდი და დადგით თბილ და ბნელ ადგილას რამდენიმე (მაქსიმუმ 5) დღით. შეამოწმეთ ყოველდღიურად, საჭიროების შემთხვევაში დანამეთ;
  • ასე 3-5 დღეში გამოჩნდება ღერო და მცენარეები მზად არიან მზის სინათლისთვის, შეგიძლიათ დადგათ ფანჯრის რაფაზე ან სხვა თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე, რაც უფრო მეტია სინათლე - მით უკეთესია (მზესუმზირას ცოტა მეტი დრო სჭირდება სიბნელეში);
  • მოსავალი ასაღებად მზად არის საშუალოდ 10-12 დღეში (ზოგჯერ მეტში).

ამგვარად, შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში გამოზარდოთ მრავალი კულტურა: ქერი, წიწმატი, ბროკოლი, წიწიბურა, ტარხუნა, ხორბალი, ბოლოკი, მზესუმზირა, ლობიო, მუხუდო, მდოგვი და ა.შ. სათესლე მასალა უნდა იყოს ბიოლოგიურად სუფთა!

მიღებული საკვები ეკოლოგიურად სუფთაა, სასარგებლო და სრულიად უვნებელია!

სარგებელი და ზიანი

როდესაც ღივი გამოჩნდება, თესლი მას ყველა სასარგებლო ნივთიერებით ამარაგებს, რომელიც შემდგომი სიცოცხლისთვისაა აუცილებელი. საწყის სტადიაზე აღმოცენებული მწვანილის გამოყენებისას ორჯერ უფრო მეტ ძვირფას ელემენტს ვიღებთ, ვიდრე ეს ზრდასრული მცენარისგანაა შესაძლებელი. უფრო მეტიც, პროდუქტი უფრო ადვილია მოსანელებლად, ვიდრე, მაგალითად, მარცვლეულისა და პარკოსნებისგან მომზადებული კერძები. ამასთან, მათში კალორიების თითქმის ნულოვანი შემცველობაა.

გამონაკლისის გარეშე, ნებისმიერი სახეობის მიკრომწვანილში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა C ვიტამინი, რომლის კონცენტრაცია მით უფრო მცირდება, რაც მეტი ფოთოლი ვითარდება მცენარეზე. დიდი რაოდენობით აქტიური ნივთიერების არსებობის გამო ნებისმიერი მიკრომწვანილი შემდეგ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე:

გვმუხტავს ენერგიით და გვიმაღლებს სიცოცხლის ტონუსს, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ზამთრის შემდეგ.

აძლიერებს იმუნურ სისტემას, გრიპებისა და ვირუსული დაავადებებისადმი მედეგობას, აჩერებს ქრონიკულ ანთებით პროცესებს.

წმენდს ტოქსინებისა და შხამებისგან, მათ შორის - რადიაციისა და არასწორი კვების შედეგებისგან.

აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის, ვეგეტატიურ-სისხლძარღვული დისტონიის, ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების ალბათობას.

აახალგაზრდავებს უჯრედულ დონეზე, აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას. ათავისუფლებს აკნეს, ასაკობრივი ლაქების, დერმატოლოგიური პრობლემებისა და სოკოებისგან.

აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

აწესრიგებს ჰორმონულ ფონსა და ენდოკრინულ სისტემას.