ყოჩივარდას გამოყენება ხალხურ მედიცინაში - ეფექტურია ჰაიმორიტის და ფრონტიტის დროსაც
ნევრალგიის, ფრონტიტისა და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ. ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს.
სისტემატური თავის ტკივილების დროს ცხვირის ნესტოებში ფესურის თბილ წვენს იწვეთებენ.
ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევისა და მასთან დაკავშირებული ნერვული აღგზნების დროს.
რეკომენდებულია ნევრალგიის, საჭმლის მონელების მოშლის, გაზების დაგროვებით გამოწვეული ჭვალებისა და რევმატული ტკივილების დროსაც.
- იყენებენ ფესურის წყალზე დამზადებულ ცხელ ნაყენს (1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ფესურა 2 ჭიქა წყალზე, ორი დღის დოზა), ან სპირტიან ნაყენს (1გ ნედლეული 10გ 70-გრადუსიან სპირტზე). 30-40 წვეთი დღეში 2-3-ჯერ.